Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

შუაღამიდან დილამდე – 26-27 მარტი: აშშ I ადგილზეა, საფრანგეთში ოჯახურმა ძალადობამ იმატა

© photo : Irakli Garibashvili / FBკარანტინი მარნეულში
კარანტინი მარნეულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიოლოგიის ამერიკელ პროფესორს მიაჩნია, რომ COVID-19-ის ეპიდემია სწრაფად მხოლოდ „ბიოლოგიური სასწაულის“ შემთხვევაში დასრულდება.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს გადაუსწრო. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისათვის შეერთებულ შტატებში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 85 991 ადამიანს შეადგენს, აქედან გარდაიცვალა 1 296 და განიკურნა 753 პაციენტი. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

შედარებისთვის: ეპიდემიის აფეთქების დღიდან ამ მომენტამდე მის ეპიცენტრში – ჩინეთში ინფიცირების 81 782 შემთხვევაა დადასტურებული. 

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განმარტებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა ესოდენ მაღალი რიცხვი მასობრივი ტესტირების „დამსახურებაა“. მისი თქმით, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა იმდენი ტესტი, რამდენიც აშშ-ში.

ეპიდემიის აფეთქებიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულია 532 788 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 24 077 და განიკურნა 122 672 დაავადებული.  

COVID-19-ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული სხვა საინტერესო მოვლენები, რომლებიც მსოფლიოში 26–27 მარტის ღამით მოხდა, ასე გამოიყურება:

  • რიო-დე-ჟანეიროში მდებარე სახელგანთქმულ სტადიონ „მარაკანაზე“ კორონავირუსით დაავადებულთათვის დროებითი ჰოსპიტალი მოეწყობა; 
  • ​ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა სატელეგრაფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში კარანტინზე 2 280 ადგილობრივი და უცხოეთის ორი მოქალაქეა გადაყვანილი;
  • საფრანგეთში COVID-19-ის გამო გამოცხადებული კარანტინის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა ოჯახური ძალადობის შემთხვევები, აცხადებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • არგენტინის ხელისუფლებამ ერთ კვირაში დაახლოებით 1 ათასი ავტომობილი ჩამოართვა საკარანტინო რეჟიმის დამრღვევებს;
  • ემანუელ მაკრონს მიაჩნია, რომ შენგენის ზონის არსებობა საფრთხის ქვეშაა, ვინაიდან პანდემიის გამო ირღვევა მისი ძირითადი პრინციპი — ევროპელების თავისუფალი გადაადგილება;
  • ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოხალისეთა შეკრება დაიწყეს კორონავირუსის ვაქცინის – ChAdOx1 nCoV-19-ის გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად;
  • ბიოლოგიის ამერიკელ პროფესორს ანჩა ბარანოვას მიაჩნია, რომ ეპიდემია სწრაფად მხოლოდ „ბიოლოგიური სასწაულის“ შემთხვევაში დასრულდება, მაგალითად, თუ ვირუსი მოულოდნელად იმდენად დასუსტდება, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა აქტიურად აღარ მოხდება...

 

ყველა ახალი ამბავი
0