მსოფლიო რუკა ხელებზე

„საჭიროა შეიქმნას გლობალური მთავრობა“: ყოფილი პრემიერი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს

229
(განახლებულია 20:20 26.03.2020)
აღსანიშნავია, რომ გორდონ ბრაუნი, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2007 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში იკავებდა, გლობალური მთავრობის შექმნას პირველად არ ითხოვს.

თბილისი, 26 მარტი ― Sputnik. საჭიროა ჩამოყალიბდეს გლობალური მთავრობის დროებითი ფორმა, რათა მსოფლიომ თავი გაართვას COVID-19-ით გამოწვეულ ორმაგ კრიზისს – ეკონომიკურსა და სამედიცინოს, მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა, წერს გამოცემა Guardian. 

მისი თქმით, დროებით გლობალურ მთავრობაში უნდა შევიდნენ მსოფლიო ლიდერები, ჯანდაცვის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

„ეს ისეთი რამაა, რასაც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება. საჭიროა შეთანხმებული გლობალური პასუხი“, ― განაცხადა მან.

ექს-პრემიერის თქმით, მის მიერ შეთავაზებული მთავრობა კრიზისს ორ ფრონტზე უნდა ებრძოლოს, მათ შორის, საჭირო იქნება კოორდინირებული ძალისხმევა ახალი კორონავირუსის ვაქცინის შესაქმენლად და მისი წარმოებისთვის, აგრეთვე გასაყიდად გამოტანის და სპეკულაციის აღკვეთის ორგანიზება.  

Бывший премьер-министр Великобритании Гордон Браун
© photo: Sputnik / Alexey Kudenko
გორდონ ბრაუნი

აღსანიშნავია, რომ გორდონ ბრაუნი, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2007 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში იკავებდა, გლობალური მთავრობის შექმნას პირველად არ ითხოვს. 2008 წელს, საბანკო კრიზისის დროს მან „მსოფლიო ეკონომიკური მთავრობის“ ჩამოყალიბების იდეა წამოაყენა G20-ის ბაზაზე. მთავრობის ძირითადი ამოცანა უნდა ყოფილიყო კრიზისების ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნა.

229
თემები:
მსოფლიო დღეს (1799)

როდესაც ზღვა ხმელეთი იყო: ავსტრალიაში ზღვის ფსკერზე უძველესი ადამიანის კვალი აღმოაჩინეს

77
დასავლეთ ავსტრალიაში წყლით დაფარული რამდენიმე არქეოლოგიურ ობიექტი აღმოაჩინეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში მოპოვებული არტეფაქტების სურათები

ზღვის დონის აწევამ ავსტრალიის კონტინენტურ შელფზე 2,12 მილიონი კვადრატული კილომეტრი ხმელეთი დაფარა. თუმცა მანამდე ამ მიწებზე უძველესი ადამიანები ცხოვრობდნენ, იუწყება გამოცემა Science Alert.

ოთხი წლის განმავლობაში ავსტრალიელი არქეოლოგების ჯგუფი ტერიტორიის წყლით დაფარვას იკვლევდა. მათ შეისწავლეს ხმელეთზე განთავსებული სანავიგაციო რუკები, გეოლოგიური რუკები და არქეოლოგიური ძეგლები, რათა განესაზღვრათ პერსპექტიული მონაკვეთები, შემდეგ ლაზერული სკანერებისა და ჰიდროლოკატორების საშუალებით შეისწავლეს ზღვის ფსკერი.

ამ ყველაფრის შედეგად დამპირის არქიპელაგზე ორი წყალქვეშა ობიექტის აღმოჩენა მოხერხდა. პირველი ბრიუგერის კონცხზეა განთავსებული, 2,4 მეტრის სირღმეზე. მეცნიერებმა აქ ასობით არტეფაქტი შენიშნეს, მათ შორის აბორიგენების სალესი ქვები. მეორე მონაკვეთზე ოდესღაც მტკნარი წყლის წყარო იყო. ახლა მისი ნარჩენები 14 მეტრის სიღრმეშია ჩაფლული. გარშემო შემორჩენილია ადამიანის საქმიანობის კვალი, კერძოდ, ქვის საჭრელი ინსტრუმენტები.

77
  • © REUTERS / Deep History of Sea Country Project & Flinders University, Maritime Archaeology Program

    ავსტრალიაში ფლინდერსის უნივერსიტეტისა ჯეიმს კუკის უნივერსიტეტების მკვლევარებმა ათობით ათასი წლის წინანდელი წყალქვეშა არტეფაქტები აღმოაჩინეს, როდესაც ზღვის ადგილზე ჯერ კიდევ ხმელეთი იყო

  • კონტინენტურ შელფზე მდებარე აბორიგენული არტეფაქტები ავსტრალიის ჩრდილო–დასავლეთში მდებარე უძველესი კულტურული ლანდშაფტების შესახებ მეტყველებს

  • © REUTERS / Deep History of Sea Country Project & Flinders University, Maritime Archaeology Program

    ავსტრალიელმა არქეოლოგები ჩაძირებულ ტერიტორიებს ოთხი წლის განმავლობაში იკვლევდნენ

  • © REUTERS / Deep History of Sea Country Project & Flinders University, Maritime Archaeology Program

    რის შედეგადაც დამპირის არქიპელაგზე ორი წყალქვეშა ობიექტი აღმოაჩინეს

  • პირველი ობიექტი განთავსებულია ბრიუგერის კონცხზე 2,4 მეტრის სირღმეზე. მეცნიერებმა აქ ასობით არტეფაქტი იპოვეს, მათ შორის აბორიგენების სალესი ქვები

  • © REUTERS / Deep History of Sea Country Project & Flinders University, Maritime Archaeology Program

    მეორე ობიექტზე ოდესღაც მტკნარი წყლის წყარო მდებარეობდა. ახლა მისი ნარჩენები ზღვაში 14 მეტრის სირღმეზეა

  • © REUTERS / Deep History of Sea Country Project & Flinders University, Maritime Archaeology Program

    მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ არქეოლოგიური ძეგლები ზღვის ფსკერზე ათასობით წელია ხელუხლებელია

  • © REUTERS / Deep History of Sea Country Project & Flinders University, Maritime Archaeology Program

    ამასთან, ისინი განადგურების რისკის ქვეშ არიან ეროზიისა და იქვე არსებული ნავთობისა და გაზის დანადგარების, ნარჩენების გადაყრისა და თევზაობის გამო

ჯანმოს ემბლემა

ჯანმომ COVID-19-ის სამკურნალო ერთადერთი საიმედო პრეპარატი დაასახელა

118
(განახლებულია 11:23 04.07.2020)
COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს ესაჭიროებათ პრეპარატის ხუთდღიანი კურსი - ექვსი ამპულის გამოყენებით. კურსის საერთო ღირებულება 2340 დოლარს შეადგენს.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ანტივირუსულ პრეპარატებს შორის COVID-19-ის წინააღმდეგ საიმედო შედეგები ტესტირებაზე მხოლოდ „რემდესივირმა“ აჩვენა, განაცხადა ჯანმოს მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა სუმია სვამინატანმა.

გაეროს ჟენევის განყოფილებასთან არსებული უცხოელი კორესპონდენტების ასოცოაციის ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას, მან დააზუსტა, რომ „რემდესივირმა“ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების, მაგრამ არა სიკვდილიანობის შემცირების კუთხით იმოქმედა.

ეს პრეპარატი აშშ-ში 1 მაისს COVID-19-ის სამკურნალოდ საგანგებოდ დაამტკიცეს.

ადრე ის შექმნეს ებოლას ცხელების წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ მისი ეფექტურობა ვერ დადასტურდა.

მოგვიანებით, „რემდესივირი“ სასარგებლო აღმოჩნდა SARS და MERS ინფექციების მკურნალობისას..

COVID-19-ის მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ ხუთდღიანი კურსი - ექვსი ამპულის გამოყენებით. კურსის საერთო ღირებულება 2340 დოლარს შეადგენს.

ჯანმოს მონაცემებით, პანდემიის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების 10 710 005 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 517 877 ადამიანი.

ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში - 5 445 710 და ევროპაში — 2 737 689.

118
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ლეჩხუმს ეწვია

0
პრეზიდენტი ლეჩხუმს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა. რამდენიმე დღის წინ ის უჯარმაში და გურიაში იმყოფებოდა.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლეჩხუმს ესტუმრა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი.

პრეზიდენტი ლეჩხუმს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა. რამდენიმე დღის წინ ის უჯარმაში დაგურიაში იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა სოფელ ისუნდერში რაჩხას ჩანჩქერი მოინახულა, რომელიც მდინარე ცხენისწყალში ჩადის. სალომე ზურაბიშვილმა ასევე მოინახულა მურის ციხე, რომელიც კლდოვან ქედზეა აშენებული.

სალომე ზურაბიშვილი დღეს ასევე ესტუმრა სოფელ ოყურეშს და ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში, ენდემური ჯიშის ვაზისაგან გაშენებული ვენახი და მანაგაძეების მარანი მოინახულა, სადაც უსახელოურის ნახევრადტკბილ წითელ ღვინოს ამზადებენ.

როგორც გიორგი მანაგაძემ განაცხადა, ღვინო გამოირჩევა თავისი კეთილშობილი, არომატული თვისებებითა და გემური მაჩვენებლებით. მოდის მხოლოდ ამ მიკროზონაში და ძირითადად სოფელ ოყურეშში. ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო დიდ მოწონებას იმსახურებს, როგორც ტურისტებში, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

„ღვინოს ორგანული მეთოდით ვამზადებთ. ვენახსაც, რა თქმა უნდა, ორგანული მეთოდით ვუვლით. ერთმა ძირმა ვაზმა მხოლოდ ორი კილო შეიძლება მოისხას, თუ გვინდა, რომ დავამზადოთ უმაღლესი ხარისხის ღვინო“, - განაცხადა გიორგი მანაგაძემ.

ევროკავშირი საქართველოსთვის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის >>

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს გაიხსნა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ ეტაპობრივად იხსნება ტურისტული ადგილები.

საქართველოს ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო.

0
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი