დედამიწა

COVID-19: პანდემიის გამო კაცობრიობის ნახევარი იზოლაციაშია

167
(განახლებულია 18:45 26.03.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიაც, ჯანმოს რეკომენდაციების მიუხედავად, აპირებს აპრილიდან განაახლოს სასწავლო პროცესი.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. კაცობრიობის თითქმის ნახევარი COVID-19-ის გამო იზოლაციაში აღმოჩნდა, წერს Sky News. 


გამოცემამ დაითვალა და აღმოაჩინა, რომ პანდემიის გამო ამ დროისათვის მსოფლიოს 41 სახელმწიფოში, სულ ცოტა, 3 მლრდ ადამიანია ამა თუ იმ სახის იზოლაციაში.

აქედან დაახლოებით 1,5 მლრდ მკაცრ კარანტინშია. მაგალითად, იტალიასა და ესპანეთში სახლიდან გასვლა უკიდურესი საჭიროების გარეშე დიდი ჯარიმით ისჯება.

ქვეყნების უმეტესობაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, შეწყვეტილია სწავლა, ორგანიზაციები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ, დაიხურა გასართობი და თავშეყრის ადგილები.

იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში სწავლა შეწყვეტილია, შედის იაპონიაც. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანა, ჯანმოს რეკომენდაციების მიუხედავად, აპირებს აპრილიდან განაახლოს პროცესი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 487 648 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 22 030 და გამოჯანმრთელდა 117 749 კაცი.

167
თემები:
მსოფლიო დღეს (1384)