ლაბორატორია

მსოფლიო ჰანტავირუსზე ალაპარაკდა: ექსპერტი საფრთხეებს განმარტავს

166
(განახლებულია 14:36 26.03.2020)
აშშ-ში წელიწადში ჰანტავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ რიცხვი, თითქოს, უმნიშვნელოა, ჰანტავირუსული ცხელებით სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ჩინეთში გამოვლენილი კიდევ ერთი ინფექცია – ჰანტავირუსი ადამიანისთვის უფრო ნაკლებად საშიშია, ვიდრე COVID-19, აცხადებს ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ანატოლი ალშტეინი. 

ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის პროვინცია იუნანში მცხოვრები მამაკაცი ჰანტავირუსით პირდაპირ ავტობუსში გარდაიცვალა.

„ისეთ დიდ ეპიდემიებს, როგორიც ახლა კორონავირუსმა COVID-19-მა გამოიწვია, ჰანტავირუსი არ იწვევს“, — განაცხადა ალშტეინმა. 

ექსპერტმა განმარტა, რომ ჰანტავირუსები ნამდვილად წარმოადგენს გარკვეულ საშიშროებას ადამიანისთვის, თუმცა ისეთი შედეგები, როგორიც ახალმა კორონავირუსმა მოიტანა, მას არ მოსდევს. 

ალშტეინის თქმით, ადამიანი ჰანტავირუსით შეიძლება დაინფიცირდეს მღრღნელების ან მათი ფეკალიების, ასევე ღამურების ზოგი სახეობის ნაკბენისგან. ჰანტავირუსის სიმპტომებია ცხელება, სისხლდენა და ასევე თირკმლების დაზიანება. 

აღსანიშნავია, რომ ჰანტავირუსს გეოგრაფიული სხვადასხვაგვარობა ახასიათებს და ძირითადად თბილ რეგიონებში გვხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში წელიწადში ჰანტავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ რიცხვი, თითქოს, უმნიშვნელოა, ჰანტავირუსული ცხელებით სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია — 30-40%. რაც შეეხება ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით გამოწვეულ სიკვდილიანობას — სწორედ ამ დაავადებით ვლინდება ჰანტავირუსი ევროპასა და აზიაში — ის ბევრად დაბალია და 1-დან 15%-მდე აღწევს. 

ამერიკელი მეცნიერები განმარტავენ, რომ პრაქტიკულად ყველა დაფიქსირებულ შემთხვევაში ადამიანები ჰანტავირუსით ინფიცირდებოდნენ მღრღნელების ექსკრემენტებიდან გამოყოფილი ორთქლის შესუნთქვით, და რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა. 

მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანი ჰანტავირუსით ინფიცირდება, თუ მღრღნელების შარდით, განავლით ან ნერწვით დაბინძურებულ ზედაპირს შეეხებიან, მერე კი ხელს ცხვირზე ან პირზე მოისვამენ. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და კანადაში 2017 წელს ჰანტავირუსი 11 შტატში გამოვლინდა და 17 ადამიანი დაავადდა. რაც შეეხება ჩინეთს, ირკვევა, რომ იქ ყოველწლიურად 16-დან 100 ათასამდე ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანაში 2008 წლიდან არის დანერგილი ვაქცინაციის პროგრამები ჰანტავირუსის წინააღმდეგ. 

166
თემები:
მსოფლიო დღეს (1929)
ბელარუსის ცესკო

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა: კენჭისყრაში ამომრჩეველთა 54%–მა მიიღო მონაწილეობა

0
(განახლებულია 17:26 09.08.2020)
პირველად ისტორიაში, ბელარუსის მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობა და პრეზიდენტის არჩევა საქართველოშიც შეუძლიათ

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები შედგა, განაცხადა ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარე ლიდია ერმოშინამ.

„კენჭისყრაში ამომრჩეველთა 54%–მა მიიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა მან.

9 აგვისტოს საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცესი დაიწყება. 

საარჩევნო კამპანიის პერიოდში 5767 საარჩევნო უბანი შეიქმნა, მათგან 44 უცხოეთში, რომლებიც 36 ქვეყანაში ბელარუსის საელჩოებსა და გენერალურ საკონსულოებში მუშაობენ.

არჩევნების სავარაუდო შედეგები 10 აგვისტოს დილით გახდება ცნობილი.

9 აგვისტოს ძირითადი კენჭისყრა მიმდინარეობს. ამასთან, 4 აგვისტოდან მოქალაქეებს შეეძლოთ ხმა ვადაზე ადრე მიეცათ. ცესკოს ბოლო მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ ვადამდელ არჩევნებზე 41,7%% შეადგინა.

არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ალექსანდრ ლუკაშენკო – მოქმედი პრეზიდენტი, კენჭს იყრის მეექვსედ, ასევე ანა კანოპაცკაია, ანდრეი დმიტრიევი, სერგეი ჩერეჩენი, სვეტლანა ტიხანოვსკაია.

საქართველოში ბელარუსის მოქალაქეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ქვეყნის საელჩოს შენობაში შეუძლიათ.

0
თემები:
მსოფლიო დღეს (1929)
ლეონარდო და ვინჩის ნახატი „სამყაროს მხსნელი“

მსოფლიოს უძვირესი ნახატი შესაძლოა და ვინჩის არ ეკუთვნოდეს: სახელდება დაშვებული შეცდომები

73
(განახლებულია 15:05 09.08.2020)
„სამყაროს მხსნელი“ Christie’s–ის აუქციონზე 2017 წელს გაიყიდა 450 მლნ დოლარად და სავარაუდოდ, ის საუდის არაბეთის პრინცმა შეიძინა

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ფრანგ ისტორიკოსსა და ხელოვნებათმცოდნე ჟაკ ფრანკს ეჭვი აქვს, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნახატი „სამყაროს მხსნელი“ (Salvator Mundi) სინამდვილეში ლეონარდო და ვინჩის ყალამს არ ეკუთვნის, წერს Daily Mail–ი.

ფრანკის აზრით, ნახატი,  რომელზეც იესო ქრისტეა გამოსახული და რომელიც 2017 წელს 450 მლნ დოლარად გაიყიდა, არა თავად და ვინჩის, არამედ მისი მოსწავლეების ნამუშევარია.

​საკუთარი ტეორიის დასტურად ისტორიკოსი არაერთ ანატომიურ შეცდომას ასახელებს, რომლებიც ნახატზეა დაშვებული. მისი თქმით,  ქრისტეს ცხვირი ძალიან თხელია და გრძელი, ყელზე ჩრდილები არ შეესაბამება განათებას, ხოლო თმები ხელოვნურს მიაგავს. ლეონარდო და ვინჩის კი, რომელსაც გამოწვლილვით ჰქონდა შესწავლილი ადამიანის სხეულის პროპორციები, ასეთი შეცდომების დაშვება არაფრით არ შეეძლო.

გარდა ამისა, ჟაკ ფრანკი დარწმუნებულია, რომ ქრისტეს ხელებს, რომლებიც „ძალიან ბავშვურად“ გამოიყურება, და ვინჩი ასე არ დახატავდა.

ხელოვნებათმცოდნის აზრით, „სამყაროს მხსნელის“ ნამდვილი ავტორები აღორძინების ეპოქის ტიტანის, ლეონარდო და ვინჩის ორი მოწაფე — ვინმე სალაი და ბალტრაფიო არიან.

მართალია, ექსპერტების უმეტესობა არ იზიარებს ფრანგი ისტორიკოსის შეხედულებებს, მაგრამ ხელოვნებათმცოდნე მაიკლ დელი ნაწილობრივ ეთანხმება მას.

„ამ სურათის ავტორის განსაზღვრისას ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა — ეს ქრისტეს ხელებია, რომლებიც არ შეიძლებოდა, ლეონარდოს დაეხატა. ხოლო როცა ნახატზე ერთ საეჭვო დეტალს აღმოაჩენ, მერე, როგორც წესი, ისტორიის სრულად გადახედვა გიწევს“, — ამბობს დელი.

„სამყაროს მხსნელი“ Christie’s–ის აუქციონზე გაიყიდა ნიუ–იორკში. სავარაუდოდ ის საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა შეიძინა და საკუთარ იახტაზე ინახავს.

 

73
თემები:
მსოფლიო დღეს (1929)