კორონავირუსი იტალიაში

მსოფლიო შუაღამიდან შუადღემდე: თავშესაფარ ბუნკერებზე მოთხოვნა იზრდება

282
(განახლებულია 14:13 26.03.2020)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის განცხადებით, ვირუსის ვირულენტობის (დაავადების გამოწვევის ინტენსივობის უნარი) ცვლილება ან შესუსტება ჯერჯერობით არ შეინიშნება.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, 471 783 ადამიანი შეადგინა. 

ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ გარდაცვლილია 21 306 და განკურნებულია 114 858 პაციენტი.

იმ ქვეყნების რაოდენობამ, რომლებშიც COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, 31-ს მიაღწია. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე ქვეყანა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის განცხადებით, ვირუსის ვირულენტობის (დაავადების გამოწვევის ინტენსივობის უნარი) ცვლილება ან შესუსტება ჯერჯერობით არ შეინიშნება.

COVID-19-თან დაკავშირებული და მისით გამოწვეული ძირითადი მოვლენები, რომლებიც 25–26 მარტის შუაღამიდან ამ დრომდე მოხდა, ასე გამოიყურება: 

  • ნიუ-იორკის დონორული სისხლის ცენტრმა ახალი კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების სისხლიდან პლაზმის აღება დაიწყო, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებს შეიცავს. პლაზმა სხვა პაციენტების სამკურნალოდ იქნება გამოყენებული;
  • აშშ-ში მკვეთრად გაიზარდა ბუნკერებზე მოთხოვნა. კომპანია Rising S Company-ს ყველაზე იაფი, ერთოთახიანი  ბუნკერი 39,5 ათასი დოლარი ღირს, ხოლო ყველაზე დიდი ვარიანტი — საუნით, მცენარეების ოთახით, საბილიარდოთი, აუზითა და რამდენიმე ავტომობილისთვის განკუთვნილი ფარეხით — 8 მლნ დოლარზე მეტი;
  • იტალიაში უკვე მეოთხე დღეა, რაც კორონავირუსით ახალი ინფიცირების შემთხვევები იკლევს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსხვერპლის რაოდენობა 60 ადამიანით შემცირდა;
  • ისრაელის ხელისუფლება ქვეყნის სრული ბლოკირების რეჟიმზე გადავა, თუ COVID-19-თან დაკავშირებული ვითარება უახლოეს დღეებში არ გამოსწორდება;
  • აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ყველა თავის ობიექტზე ახალი კორონავირუსისგან თავდაცვის ხუთიდან მე-4 დონე გამოაცხადა;
  • პანდემიის გამო საფრანგეთს ერაყიდან თავისი ჯარები გაჰყავს;
  • ბუქარესტში მობილური ჯგუფები ქალაქის ყველა მცხოვრებს შეამოწმებენ COVID-19-ზე, რისთვისაც 2-დან 5 მილიონამდე ტესტია საჭირო;
  • ფრანგული საავტომობილო კონცერნი PSA Group (წარსულში PSA Peugeot Citroen) ჩინეთის ქალაქ უჰანში არსებულ ქარხანაში წარმოების განახლებას იწყებს;
  • აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ COVID-19 მომავალში სეზონურ დაავადებად გადაიქცევა;
  • იერუსალიმში ერთი კვირით დაიკეტა მაცხოვრის საფლავის ტაძარი;
  • მექსიკელი ექიმების დაკვირვებით, მწეველებს ბევრად მძიმედ გადააქვთ COVID-19, რისკის ჯგუფში შედიან როგორც კლასიკური, ისე ელექტროსიგარეტების მომხმარებლები;
  • ჩინეთი და აშშ შეთანხმდნენ, G20-ის სამიტის მზადებისას გვერდზე გადადონ უთანხმოება კორონავირუსთან დაკავშირებით...
282
თემები:
მსოფლიო დღეს (2102)
მთვარის ზედაპირი  поверхность луны

იაპონია მთვარეზე საწვავის ქარხნის აშენებას გეგმავს: ცნობილია თარიღი

21
(განახლებულია 12:54 29.09.2020)
ქარხანა მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს განთავსდება, ზუსტად იქ, სადაც მეცნიერთა გათვლებით, ყინულის დეპოზიტები უნდა იყოს

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტო 2035 წლისთვის მთვარეზე ქარხნის აშენებას აპირებს, რომელიც წყალბადის საწვავის წარმოებით იქნება დაკავებული, იუწყება სააგენტო Kyodo.

გავრცელებული ინფორმაციით, საწარმო დედამიწის თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე იქნება განთავსებული. სავარაუდოდ, იქ არსებობს ყინულის დეპოზიტები, საიდანაც  სასმელ წყალს, ჟანგბადსა და წყალბადს მიიღებენ. მეცნიერთა აზრით, ამ უკანასკნელის საწვავის სახით გამოყენება შესაძლებელია როგორც თვით მთვარეზე, ისე კოსმოსურ სადგურებს შორის ფრენებისთვის.

„ასეთი ქარხნის შექმნით შესაძლებელი გახდება, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს დედამიწიდან საწვავის ტრანსპორტირების ხარჯები. გარდა ამისა, პროექტის წარმატებით განხორციელება მთვარისა და კოსმოსის ათვისების ტემპის დაჩქარებას  შეუწყობს ხელს“, — მიიჩნევენ სააგენტოში.

გარდა ამისა, იაპონია გეგმავს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას  ორბიტალური კოსმოსური სადგურის, Gateway-ს მშენებლობაზე. ქვეყნები გაცვლიან მთვარის კვლევების შესახებ ინფორმაციას და ერთობლივად შეიმუშავებენ მოწყობილობას მისი შესწავლისა და ათვისებისთვის.

21
თემები:
მსოფლიო დღეს (2102)
დონალდ ტრამპი

ტრამპი ბაიდენს დაეწია: ცნობილია ახალი გამოკითხვის შედეგები

10
(განახლებულია 12:15 29.09.2020)
CAPS/Harris–მა რესპონდენტებს ასევე დაუსვა კითხვა, რომელი კანდიდატის მიმართ განიცდიან პირად სიმპათიას

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. აშშ–ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ოპონენტ ჯო ბაიდენს შორის რეიტინგული სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა, იუწყება The Hill–ი ჰარვარდის უნივერსიტეტის სოციოლოგიურ გამოკითხვა CAPS/Harris–ზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, შეკითხვაზე „ვის მისცემდით ხმას საპრეზიდენტო არჩევნები ახლა რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47%-მა დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი დაასახელა, ხოლო 45%-მა — მოქმედი რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

აღნიშნული გამოკითხვის თანახმად, ტრამპმა სამი ქულით გაიუმჯობესა პოზიცია აგვისტოს მონაცემებთან შედარებით, ხოლო ბაიდენის პოზიცია ორი ქულით გაუარესდა.

CAPS–ის დირექტორის, პოლ მარკ პენის განმარტებით, მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი ეკონომიკური ზრდისა და ქვეყანაში მიმდინარე არეულობების დაძლევის ფონზე გაუმჯობესდა.   

გარდა ამისა, CAPS/Harris–მა რესპონდენტებს დაუსვა კითხვა, რომელი კანდიდატის მიმართ განიცდიან პირად სიმპათიას. აღმოჩნდა, რომ ჯო ბაიდენი გამოკითხულთა 44%-ს ესიმპათიურება, 38%-ს კი — არა. დონალდ ტრამპი კი 33%-ის პირად სიმპათიას იმსახურებს საწინააღმდეგო აზრის მქონე 55%-ის საპირისპიროდ.  

გამოკითხვაში, რომელიც 22–24 სექტემბერს ჩატარდა, 1314 აშშ მოქალაქე მონაწილეობდა.

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბრისთვისაა დანიშნული.

10
თემები:
მსოფლიო დღეს (2102)
ლაბორატორია

ბათუმის „სათნოების სახლის“ 25 ბენეფიციარს და 10 თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდათ

0
(განახლებულია 13:38 29.09.2020)
ამჟამად,  რეგიონში მოქმედ კოვიდ–ცენტრებში კორონავირუსის დიაგნოზით  463 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 32 არასრულწლოვანი და 10 ორსული.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის სათნოების სახლ „სავანეში" კორონავირუსი 25 ხანდაზმულს და 10 თანამშრომელს დაუდასტურდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“

ამ დროისთვის მოხუცთა თავშესაფარში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.  დაწესებულების ადმინისტრაცია მოხუცების მოსავლელად მოხალისეების დახმარებას ითხოვს. „სათნოების" დირექტორის, დეკანოზ იოანე ბარამიძის განცხადებით, თავშესაფარში ამ დროისთვის 90 ბენეფიციარი ცხოვრობს, გამომდინარე იქიდან, რომ ინფექცია თანამშრომლებსაც გამოუვლინდათ, მოხუცებულთა თავშესაფარი პერსონალის ნაკლებობის წინაშე დადგა.

„სათნოების სახლ „სავანეში“  კორონავირუსით 25 ბენეფიციარი დაინფიცირდა, ველოდებით კიდევ ხუთი ხანდაზმულის PCR-ტესტის პასუხ. ამასთან, ინფექცია გამოუვლინდა ჩვენს ათ თანამშრომელსაც. ამ დროისთვის ინფიცირებული ბენეფიციარები  კოვიდ–კლინიკაში არიან გადაყვანილი, თანამშრომლები კი კოვიდ–სასტუმროებში... სექტემბრის დასაწყისიდან საკარანტინე რეჟიმზე ვიმყოფებით, ყველა ბენეფიციარი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დაწესებულებაში უცხო პირი არავინ შემოსულა, ინფიცირების წყარო იყო თუ არა რომელიმე თანამშრომელი, ამასთან დაკავშირებით პასუხი არ მაქვს“, – განაცხადა დეკანოზ იოანე ბარამიძემ.

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უწოდეს – ბოლო 24 საათში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან 225  აჭარას უკავშირდება. გარდა ამისა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი –  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილ 55 წლის ქალს თანმდევი დაავადებები – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი – აღენიშნებოდა.

 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 314-ით გაიზარდა და 5866-ს მიაღწია.  ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 2324 ადამიანი, გარდაიცვალა – 34.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში