დონალდ ტრამპი

ტრამპმა მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის გეგმას, განდევნოს რუსეთი ნავთობბაზრებიდან

89
(განახლებულია 22:02 25.03.2020)
მსოფლიო მოთხოვნამ ნავთობზე 2020 წელს შესაძლოა ისტორიაში უდიდესი ვარდნა აჩვენოს კორონავირუსის პანდემიის გამო

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ერ-რიადის გეგმებს, განდევნოს რუსეთი ნავთობის ბაზრებიდან საწვავის მოპოვების გაზრდის გზით, იუწყება Politico წყაროებზე დაყრდნობით.

ადმინისტრაციის ყოფილი მაღალი რანგის თანამშრომლის თქმით, ტრამპმა მოიწონდა საუდის არაბეთის გეგმები, თუმცა იმავდროულად მოუწოდა, რომ არ დაუშვას ნავთობზე ფასების ზედმეტად დაცემა, რათა ნსაწვავის ამერიკელი მწარმოებლები დაიცვას. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავისი პოზიცია თეთრი სახლის მეთაურმა 9 მარტს გამოთქვა პრინც მოჰამედ ბენ სალმანთან სატელეფონო საუბრისას.

მაგრამ, როგორც Politico-ს წყარო აცხადებს, ნავთობზე ფასების ორი კვირით ვარდნა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ თეთრი სახლი ამისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა ― არავინ ფიქრობდა, რომ ნავთობის ფასები ასე დაბლა დაეცემოდა.

მანამდე The Wall Street Journal-ი იუწყებოდა, რომ აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ჩინოვნიკები არწმუნებდნენ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, შეექმნა ალიანსი საუდის არაბეთთან ნავთობზე ფასების რეგულირების მიზნით.  ამგვარად მათ სურთ თავი აარიდონ ნავთობის ფასების სერიოზულ ჩამოშლას და ასევე შეასუსტონ რუსეთისა და საუდის არაბეთის პარტნიორობა.

თავად ტრამპმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ რუსეთისა და საუდის არაბეთის ბრძოლა ბაზარზე წილისთვის, ნავთობის ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დასწია ბოლო ათწლეულში.

მან აღნიშნა, რომ აშშ სიტუაციაში „საჭირო დროს“ ჩაერევა, მანამდე კი შტატები ცდილობს, მოძებნონ „რაღაც შუალედური“ დაბალი ფასებით სარგებელსა და თავისი ნავთობმრეწველობის დაცვას შორის.  

ნავთობზე კოტირებები 6 მარტს ჩამოიშალა, მას შემდეგ, რაც OPEC+-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნებმა ვერ მოილაპარაკეს ვერც გარიგების პარამეტრების შეცვლისა და ვერც მისი გაგრძელების თაობაზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ შეთანხმება 31 მარტს დაასრულებს მოქმედებას.

ნავთონის ექსპორტიორი ქვეყნების შეთანხმების წევრი რუსეთი არსებული პირობების შენარჩუნების მომხრე იყო, ხოლო საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების დამატებით შემცირებას მოითხოვდა. შედეგად – ბათილდება OPEC+-ის ქვეყნების ყველა ვალდებულება საწვავის მოპოვების შეზღუდვებთან დაკავშირებით.

89
თემები:
მსოფლიო დღეს (1837)
მშვილდომანია

მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა კაცმა პოლიციელები განაიარაღა: მიმდინარეობს მასშტაბური ძებნა

66
(განახლებულია 14:10 13.07.2020)
როგორც გაირკვა. პოლიციაში უკვე იცნობდნენ 31 წლის მამაკაცს, რომელიც მანამდე არაერთხელ იყო მიყვანილი განყოფილებაში კანონდარღვევების გამო

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. გერმანიის ბადენ–ვიურტემბერგის ფედერალურ მიწაზე ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მშვილდ–ისრით იყო შეიარარებული, რამდენიმე პოლიციელი განაიარაღა, იუწყება Baden Online.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ოპენაუში მოხდა.

​როგორც ირკვევა, 12 ივლისის დილით პოლიციის განყოფილებას შეატყობინეს, რომ ტყეში არსებულ ქოხში შეიარაღებული მამაკაცი იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქოხში აღმოაჩინეს 31 წლის კაცი, რომელსაც მშვილდ–ისარი ჰქონდა ასხმული. თავდაპირველად ის მშვიდად იქცეოდა, მაგრამ მოულოდნელად პისტოლეტი ამოიღო და პოლიციელებს დაუმიზნა. მან ოფიცრებს იარაღის დაყრა მოსთხოვა, რასაც ისინი დაემორჩილნენ კიდეც „უარესის თავიდან აცილების მიზნით“. ამის შემდეგ უკვე კბილებამდე შეიარაღებული მამაკაცი ტყეში მიიმალა. 

​​გაირკვა ისიც, რომ სამართალდამცველები გაქცეულს მანამდეც იცნობდნენ, ვინაიდან ის არაერთხელ იყო მიყვანილი განყოფილებაში სხვადასხვა კანონდარღვევის გამო.

პოლიციის განცხადებით, მათ არ იციან, როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია გაქცეული, რომლის ძებნაშიც ასზე მეტი სამართალდამცველი, საპატრულო მანქანები და ასევე პოლიციის ვერტმფრენებია ჩართული.

 

66
თემები:
მსოფლიო დღეს (1837)
არომატი

უსიამოვნო სუნები ოფიციალურად აიკრძალა: ქვეყანა მაღალ ჯარიმებს აწესებს

79
(განახლებულია 11:50 13.07.2020)
ამიერიდან მოქალაქეს შეუძლია უჩივლოს მეზობელს, რომლის ბინიდანაც უსიმოვნო სუნები გავრცელდება სადარბაზოში

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. რუმინეთში ძალაში შევიდა კანონი ოლფაქტიური დისკომფორტის შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ოფიციალურად იკრძალება უსიამოვნო სუნების გავრცელება, იუწყება სააგენტო Agerpres–ი.

„ოლფაქტიური დისკომფორტი — ეს არის სამიანობის შედეგი, რომელსაც შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს  მოსახლეობის ჯანმრთელობასა და გარემოზე, და რომელიც ობიექტურად აღიქმება როგორც სხვადასხვა ინტენსივობის სუნები, ან ობიექტურად იზომება მოქმედი სტანდარტების მიხედვით“, — ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში.

ცნობილი ხდება, რომ ყნოსვითი დისკომფორტის დონეს გარემოს დაცვის ადგილობრივი სამმართველოები განსაზღვრავენ, ხოლო სუნების ინტენსივობა ეროვნული და ასევე საერთაშორისო სტანდარტებით დადგინდება.

ნორმატივების გადაჭარბების შემთხვევაში, დამრღვევ კომპანიებს დახურვა ან ჯარიმა ემუქრებათ 16,7 ათასი ევროს ოდენობით. ფიზიკური პირების შემთხვევაში ჯარიმა ნაკლები იქნება და 6,3 ათას ევროს შეადგენს.

კანონის ინიციატორების თქმით, ადამიანებმა უნდა იზრუნონ მეზობლებთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად. რუმინეთში კი ბევრი საცხოვრებელ ბინას ფანჯრების მეშვეობით კი არ ანიავებს, არამედ სადარბაზოში გამავალი კარის გაღებით.

ამიერიდან ამ ჩვევის მქონე რუმინელები კანონით დაისჯებიან მეზობლების საჩივრების საფუძველზე.

 

79
თემები:
მსოფლიო დღეს (1837)
საკონტროლო–გამშვები პუნქტი „სინიგ ქორფუ“

საქართველოდან სამშობლოში აზერბაიჯანის 200 მოქალაქე ბრუნდება

0
(განახლებულია 13:10 13.07.2020)
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლების თანხლებით ევაკუირებული მოქალაქეები საკონტროლო–გამშვები პუნქტი „სინიგ ქორფუს“ მიმართულებით მიემგზავრებიან

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. აზერბაიჯანის 200 მოქალაქე თბილისიდან ოთხი სპეციალური ავტობუსით აზერბაიჯანში გაემგზავრა, წერს „Sputnik–აზერბაიჯანი“.

აზერბაიჯანელები მიემართებიან საკონტროლო–გამშვები პუნქტი „სინიგ ქორფუს“ მიმართულებით. მათთან ერთად არიან საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლები.

გასულ შაბათს ებაკუირებულმა მოქალაქეებმა თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს. ინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა.

აზერბაიჯანში ჩასვლის შემდეგ მათ კარანტინში მოათავსებენ.

ისინი თავისუფლად გადაადგილების უფლებას ერთი დღით მიიღებენ, რათა ჩავიდნენ იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობენ.

საქართველომ საზღვარი აზერბაიჯანთან 27 თებერვალს დაკეტა, მას შემდეგ, რაც პირველი ინფიცირებული გამოვლინდა. ის საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

0