ახალშობილი ბავშვი

COVID-19-ის გავლენა: ახალშობილ გოგონას სახელი ვირუსის გავლენით დაარქვეს

210
(განახლებულია 15:40 25.03.2020)
თუ რატომ შეურჩიეს ახალშობილ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე დაბადებულ გოგონას ეს სახელი, ჟურნალისტებს ბავშვის ბიძამ განუმარტა.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ინდოეთის უტარის შტატში ახალშობილ გოგონას სახელი COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით შეურჩიეს, იუწყება Dessan Herald. 

გავრცელებული ინფორმაციით, მშობლებმა გოგონას კორონა დაარქვეს.

თუ რატომ შეურჩიეს პატარას ეს სახელი, ჟურნალისტებს ბავშვის ბიძამ განუმარტა.

მისი თქმით, კორონავირუსი, რაღა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა, მან უმარავი ადამიანი მოკლა მსოფლიოში, მაგრამ „საზოგადოება გააერთიანა და ერთობლივი ბრძოლისთვის განაწყო“.

„ეს პატარა ადამიანების ერთიანობის სიმბოლოდ იქცევა ვირუსთან ბრძოლაში“, — განაცხადა ახალშობილის ბიძამ.

აღსანიშნავია რომ პატარა კორონა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიბადა. ამ დროისათვის დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ და სამშობიაროდან გამოსაწერად ემზადებიან.

210
თემები:
მსოფლიო დღეს (1381)