Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

შუაღამიდან დილამდე: გაეროს „ომის მდგომარეობის“ გეგმა და იტალიელი პადრეს სახალისო შეცდომა

© AFP 2024 / Indranil Mukherjeeბუდა ნიღბით - გრაფიტი მუმბაიში
ბუდა ნიღბით - გრაფიტი მუმბაიში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიელმა მღვდელმსახურმა მესის ჩატარება ონლაინ-რეჟიმში გადაწყვიტა, მაგრამ ტრანსლაციისას შეცდომით ვიდეოფილტრები გაააქტიურა, რითიც მრევლის გახალისება გამოიწვია.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ, ეპიდემიის აფეთქების დღიდან, 422 915 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაცვლილია 18 915 და განკურნებულია 108 573 კაცი. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ამ მომენტისთვის ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა ათასს უკვე 28 ქვეყანაში გადააჭარბა. ამ მაჩვენებელთან ზღვარზეა კიდევ რამდენიმე ქვეყანა.

პანდემიის მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა G20-ის ლიდერებს მოუწოდა, რომ COVID-19-თან საბრძოლველად „ომის მდგომარეობის“ შესაფერი გეგმა შეიმუშაონ.  

COVID-19-თან დაკავშირებული და მისით გამოწვეული ძირითადი მოვლენები, რომლებიც 24–25 მარტის შუაღამიდან ამ დრომდე მოხდა, ასე გამოიყურება: 

  • გაეროში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთა რაოდენობამ 51-ს მიაღწია;
  • აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურვილი აქვს, რომ ქვეყანა სააღდგომოდ „გახსნას“;
  • COVID-19-თან ბრძოლის ფონზე დონალდ ტრამპის რეიტინგმა სამი პროცენტით აიწია და 49%-ს მიაღწია. ეს პირველად მოხდა 2017 წლის იანვრის შემდეგ;
  • დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმმა მცირე შესვენების დროს კოლეგების გასამხნევებლად ჯაკომო პუჩინის „ტურანდოტიდან“ არია შეასრულა. ვიდეო ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოაქვეყნა ქსელში;
  • ​ესპანეთის პოლიციამ საავადმყოფოებიდან გაქცეული ინფიცირებულები უკან, ჰოსპიტლებში დააბრუნა. ამასთან, სამართალდამცველებმა 900-ზე მეტი ადამიანი დააკავეს კარანტინის დარღვევისთვის, ხოლო 102 ათასი გააფრთხილეს არასოლიდარული ქცევისა და კანონის შეუსრულებლობის გამო; 
  • დიდ ბრიტანეთში მოულოდნელად ბესტსელერად იქცა ტონი როსის საბავშვო წიგნი „არ მინდა ხელების დაბანა“, რომელშიც ჯიუტი პრინცესის ამბავია მოთხრობილი. მშობლები ამ გზით ცდილობენ დაარწმუნონ შვილები, რაოდენ აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა; 
  • იტალიელმა მღვდელმსახურმა მესის ჩატარება ონლაინ რეჟიმში გადაწყვიტა, მაგრამ ტრანსლაციისას შეცდომით ვიდეოფილტრები გაააქტიურა, რითიც მრევლის გახალისება გამოიწვია; 
  • ​ნორვეგიაში პანდემიის ფონზე უმუშევრობა გაიზარდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმ ნორვეგიელთა რაოდენობამ, რომლებმაც ხელისუფლებას უმუშევრობის გამო დახმარებისთვის მიმართეს, 350%-ით მოიმატა;
  • მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტებმა გამოთვალეს, რამდენად დაიწია გამონაბოლქვის რაოდენობამ მას შემდეგ, რაც COVID-19-ის პანდემიის გამო აშშ-ის, ჩინეთისა და ევროპის მიმართულებით ფრენებიც შეწყდა და ასევე შემცირდა ავტომობილების მოძრაობა. აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში ატმოსფეროს 200 მლნ ტონა СО2 მოაკლდა. უნდა აღინიშნოს, რომ პლანეტის „გამონაბოლქვი“ წელიწადში 54 მლრდ ტონას შეადგენს; 
ყველა ახალი ამბავი
0