მეტრო ბრუკლინში

ჯანმო აშშ-ში კორონავირუსის აფეთქებას პროგნოზირებს

91
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად აშშ-ში კორონავირუსი ძალიან სწრაფი ტემპებით ვრცელდება

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. კორონავირუსის გავრცელების ახალ კერად შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები იქცეს, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეს-მდივანმა მარგარეტ ჰარისმა.

ჯანმოს მონაცემებით, ამჟამად აშშ-ში კორონავირუსი ძალიან სწრაფი ტემპებით ვრცელდება.

„დღეისათვის ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-ში დაავადების ახალი შემთხვევების გამოვლენა დაჩქარდა, ამიტომ მათ ყველა შანსი აქვთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ჯანმოს წარმომადგენელმა.

24 მარტის ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით დაავადებულია 47 895 ადამიანი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 35 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 588-ს მიაღწია.

ამჟამად აშშ-ს კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით უსწრებს მხოლოდ ჩინეთი (81,171) და იტალია (63,927).

ადრე აშშ-ის მთავარმა ქირურგმა ჯერომ ადამსმა განაცხადა, რომ ქვეყანას კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი მომატება ელოდება. მისი თქმით, ბევრი ამერიკელი ხელისუფლების რეკომენდაციებს უგულებელყოფს.

 

91
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (456)