Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

შუაღამიდან დილამდე: თავშესაფრებში გარდაცვლილი მოხუცები და ჯანმოს ახალი რეკომენდაცია

© photo : Irakli Garibashvili / FBკარანტინი კორონავირუსის გამო
კარანტინი კორონავირუსის გამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანელმა პოლიციელებმა ქუჩაში პერფორმანსი მოაწყვეს კარანტინში გამოკეტილი მოსახლეობის გასამხნევებლად. ვიდეო სოციალური ქსელებით გავრცელდა.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 381 621 ადამიანს შეადგენს. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ გარდაცვლილია 16 563 და განკურნებულია 101 806 კაცი. 

ქვეყნების რაოდენობა, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ მომენტისთვის 26-ია.

COVID-19-თან დაკავშირებული და მისით გამოწვეული ძირითადი მოვლენები, რომლებიც 23–24 მარტის შუაღამიდან ამ დრომდე მოხდა, ასე გამოიყურება: 

  • ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ექიმებს შეუძლიათ გამოიყენონ ტუბერკულოზთან და სხვა სერიოზულ დაავადებებთან ბრძოლის უკვე არსებული პროგრამების პოტენციალი, კერძოდ, დაავადების პროფილაქტიკისთვის.
  • მადონამ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის ვარდის ფურცლებით მოფენილ აბაზანაში წევს. მომღერალი COVID-19-ს „დიდ გამთანაბრებელს“ უწოდებს, ვინაიდან მას „არ აინტერესებს, ვის რამდენი ფული აქვს და ვინ რამდენად ცნობილია“;
  • ​ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ხელმძღვანელმა კენეტ როტმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთში მდიდარი ადამიანები დიდი რაოდენობით ყიდულობენ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს, რომლებიც შემდეგ უბრალო მოქალაქეებისთვის არასაკმარისი იქნება, და მოუწოდა ხელისუფლებას, რომელიც, მისი თქმით, „არაფერს აკეთებს“, მიიღოს ზომები. რუსეთში აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდეს;
  • ​ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით დაავადებულთა მესამედზე მეტი, 35% ნიუ-იორკზე მოდის, განაცხადა ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ. ამ დროისათვის აშშ-ში ინფიცირებულია 46 442 ადამიანი;
  • ბრიტანეთში გამოცხადებული კარანტინის საფუძველზე პოლიცია პარკებსა და ქუჩებში ორ ადამიანზე მეტის შეკრებას კრძალავს. ეს შეზღუდვა არ ეხება ერთი ოჯახის წევრებს;
  • ესპანელმა სამხედროებმა, რომლებიც მოხუცებულთა თავშესაფრებში დეზინფექციას ატარებდნენ, აბსოლუტურად მიტოვებული და საკუთარ საწოლში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანები აღმოაჩინეს;  
  • ესპანელმა პოლიციელებმა ქუჩაში პერფორმანსი მოაწყვეს კარანტინში გამოკეტილი მოსახლეობის გასამხნევებლად;

 

​ნიუ-იორკში სამშაბათს COVID-19-ის სამკურნალო წამლის კლინიკური გამოცდა იწყება. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, პრეპარატის გაცემას, რომელმაც მანამდე კარგი შედეგი აჩვენა მალარიასთან ბრძოლაში, ქალაქის მოსახლეობაზე დილიდან დაიწყებენ;  

  • ვენეციაში წყლისა და ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც წყლის ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. დაბინძურებამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია... 

 

ყველა ახალი ამბავი
0