მაიკ პომპეო

დამნაშავეა ირანი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ირანს ხუთი ქვეყნის ინფიცირებაში სდებს ბრალს

107
(განახლებულია 17:36 23.03.2020)
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ირანულ ავიაკომპანიას, რომელმაც ერთ თვეში 55 რეისი შეასრულა ჩინეთში და უკან, კორონავირუსის გავრცელებაში სდებს ბრალს

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ირანი დამნაშავეა იმაში, რომ ახალი კორონავირუსი ხუთ ქვეყანაში გავრცელდა, აცხადებს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. 

„სულ ცოტა, ხუთ ქვეყანაში COVID19–ის პირველი შემთხვევები არის პირდაპირი შედეგი ირანის რეჟიმის მიერ ადამიანების ჯანმრთელობის იგნორირებისა“, — დაწერა პომპეომ საკუთარ Twitter–ზე.

​მისი თქმით, ირანის ავიაკომპანია Mahan Air–მა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნის, თებერვალში დაახლოებით 55 რეისი შეასრულა ჩინეთში და უკან, რითაც ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო.

თვალთვალი, კონტროლი და დაპატიმრება: როგორ ებრძვიან სპეცსამსახურები COVID 19–ს - ვიდეო>>

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის ირანში COVID 19–ით 23 049 ადამიანია ინფიცირებული. აქედან გარდაიცვალა 1 812 და განიკურნა 8376 პაციენტი.

მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობამ 350536 კაცი შეადგინა. გარდაცვლილია 15 328 და გამოჯანმრთელებულია 100 ა82 ადამიანი.

107
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (456)