ექიმები გენუაში

იტალიაში COVID-19-ით მაღალ სიკვდილიანობას ახალი ახსნა მოუძებნეს

170
(განახლებულია 14:39 23.03.2020)
გამოცემა განმარტავს, რომ დღეს არსებული ოფიციალური მაჩვენებლები არ ასახავს ინფიცირების რეალურ მასშტაბს ქვეყანაში.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა აიხსნას არა მარტო ქვეყნის დემოგრაფიული თავისებურებით, არამედ ტესტირების სპეციფიკური სისტემითაც, წერს გამოცემა Corriere della Sera ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში ეპიდემიის განვითარების კვალდაკვალ შეიცვალა ტესტირების სტრატეგია. მაგალითად, ლომბარდიაში თავდაპირველად, რაც იქ ინფექციის ლოკალური აფეთქება დაფიქსირდა, ტესტს უკეთებდნენ ყველას, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან. მაგრამ დაავადებულთა რაოდენობის ზრდისა და მასალების უკმარისობის გამო გადაწყდა, რომ კორონავირუსზე ტესტირება მხოლოდ რისკის ჯგუფში შემავალი, მძიმედ დაავადებული ადამიანებისთვის გაეკეთებინათ.

შუაღამიდან დილამდე: კიდევ ერთი პოტენციურად ეფექტური პრეპარატი და ვირუსი კოსმოსიდან>>

გამოცემა განმარტავს, რომ დღეს არსებული ოფიციალური მაჩვენებლები არ ასახავს ინფიცირების რეალურ მასშტაბებს ქვეყანაში. ანუ მეტი რაოდენობის ტესტირების შემთხვევაში აღმოჩნდებოდა, რომ COVID-19-ით ბევრად მეტი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო სიკვდილიანობის პროცენტი ამ რიცხვის ფონზე დაიწევდა და ჩინეთის მაჩვენებელს გაუტოლდებოდა. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ბოლო მონაცემებით, იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულია 59 138 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 5 476 (ჩინეთში ამ მაჩვენებელმა 3 274 შეადგინა), ხოლო გამოჯანმრთელებულია 7024 პაციენტი.

170
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (529)