ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

127
ესპანეთში კორონავირუსმა 1326 ადამიანი იმსხვერპლა, გასულ დღე-ღამეში - 324. სულ ინფიცირებულია 24 926 ადამიანი. 

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. ესპანეთში ახალი კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 65 მამაკაცია. დიპლომატიური უწყებები მისი ოჯახის წევრებთან კონტაქტში არიან. 

ესპანეთში ახალი კორონავირუსის ინფექციით საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ეს უკვე მესამე შემთხვევაა. უცხო ქვეყნის მოქალაქის გადასვენება სამშობლოში ამჟამად შეუძლებელია, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მკაცრად აკონტროლებს აღნიშნულ პროცესს და მას აქვს გაწერილი გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ეს პროცედურა.

ესპანეთში კორონავირუსმა 1326 ადამიანი იმსხვერპლა, გასულ დღე-ღამეში - 324. სულ ინფიცირებულია 24 926 ადამიანი. 

რაც შეეხება საქართველოს, 22 მარტის დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია, კარანტინში 3 254 ადამიანია, კიდევ 233 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

127
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1186)
მიწისძვრა თურქეთში

მიწისძვრა თურქეთში: ბოლო მონაცემები მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ

18
(განახლებულია 09:52 31.10.2020)
მიწისძვრის შემდეგ სულ დაფიქსირდა 196 აფტერშოკი, რომელთაგან 23–ის სიმძლავრე ოთხ ბალს აღემატებოდა, ამასთან მიწისძვრას მოჰყვა „მინი-ცუნამიც“ 

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთსა და საბერძნეთში მინიმუმ 26 ადამიანია დაღუპული პარასკევს ეგეოსის ზღვაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, იუწყება CNN–ი.

​ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 24 ადამიანი თურქეთშია დაღუპული, ხოლო ორი — მოზარდი გოგონა და ბიჭი — საბერძნეთის კუნძულ სამოსზე დაიღუპა შენობის კედლის ჩამონგრევის შედეგად.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს განცხადებით, ქვეყანაში დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისათვის 804 ადამიანს აღწევს, მაშველებმა ნანგრევებიდან ათობით ადამიანი ამოიყვანეს სპეცტექნიკის დახმარებით.

​სააგენტო აზუსტებს, რომ მიწისძვრის შემდეგ სულ დაფიქსირდა 196 აფტერშოკი, რომელთაგან 23–ის სიმძლავრე ოთხ ბალს აღემატებოდა. ამასთან მიწისძვრას მოჰყვა „მინი-ცუნამიც“. 

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის თქმით, ამ დროისათვის ქირურგიული ოპერაცია უტარდება ხუთ ადამიანს, რვა კი რეანიმაციაშია გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ აშშ–ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) გუშინ მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 7,0 ბალით შეაფასა, ხოლო თურქეთის ხელისუფლების ცნობით რყევები 6,6 მაგნიტუდის სიძლიერისა იყო.

 

18
თემები:
მსოფლიო დღეს
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი თურქეთსა და საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

32
(განახლებულია 08:50 31.10.2020)
თურქეთის დასავლეთ ნაწილში, იზმირის პროვინციაში  6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. მიწისძვრას, ბოლო ინფორმაციით, 24 ადამაინის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თურქეთსა და საბერძნეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ზურაბიშვილმა მიწისძვრის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„ძალიან დამწუხრებული ვარ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველო ამ რთულ პერიოდში თურქი ხალხის გვერდით დგას. გულწრფელად ვუსამძიმრებ მათ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ში.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა და ღრმა მწუხარება გამოთქვა საბერძნეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

„საზარელი ტრაგედიაა, ხალხი დაიღუპა, ინფრასტრუქტურა განადგურდა. ამ რთულ ჟამს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას. სამძიმარს ვუცხადებ საბერძნეთის პრეზიდენტსა და დაღუპულთა ახლობლებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter–ში.

თურქეთის დასავლეთ ნაწილში, იზმირის პროვინციაში  6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. მიწისძვრის შედეგად ბოლო ინფორმაციით, 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 419 დაშავდა. მიწისძვრის შედეგად, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე კი ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. იქ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6,9 მაგნიტუდას აღწევდა.

32
თემები:
მსოფლიო დღეს
ანა მიქელაძე

არჩევნები 2020: ცნობილია ამომრჩეველთა აქტიურობის დონე

10
(განახლებულია 11:49 31.10.2020)
მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე დილის 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტიურობამ ქვეყნის მასშტაბით 8, 33% შეადგინა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე. 

შედარებისთვის, 2016 წლის არჩევნებზე იგივე საათისთვის ამომრჩეველთა აქტიურობა 8,34%, ხოლო  2012 წელს – 10,66% იყო.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

 

 

10
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020