ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი კარანტინში მოათავსეს

207
ერთი დღით ადრე ის ბერლინში ჟურნალისტებს შეხვდა. მან ისაუბრა იმ ზომების გამკაცრებაზე, რომლებიც ადრე იყო მიღებული და გერმანიაში მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ეხებოდა.

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინში მოათავსეს, იუწყება РИА Новости გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით.

მერკელს აცნობეს, რომ ექიმს, რომელმაც მას პარასკევს აცრა გაუკეთა, კორონავირუსი აღმოაჩნდა.

„ამასთან დაკავშირებით კანცლერმა მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადავიდეს საშინაო კარანტინზე. ის რეგულარულად ჩაიტარებს კვლევას კორონავირუსზე“, - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.

მერკელი თავის სამსახურებრივ მოვალეობებს კარანტინის პირობებში შეასრულებს.

ერთი დღით ადრე ის ბერლინში ჟურნალისტებს შეხვდა. მან ისაუბრა იმ ზომების გამკაცრებაზე, რომლებიც ადრე იყო მიღებული და გერმანიაში მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ეხებოდა.

კერძოდ, აიკრძალა ორზე მეტი პირის შეკრება საზოგადოებრივ ადგილებში.

207
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (487)