შუაღამიდან დილამდე: დაკავებული მიტროპოლიტი და ჯანმოს უახლესი განმარტებები - 21-22 მარტი

21434
(განახლებულია 08:58 22.03.2020)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განმარტა, გადადის თუ არა ონკანის წყლით COVID 19 და ეფექტურია თუ არა ახალი კორონავირუსის წინაარმდეგ სეზონურ გრიპზე აცრა

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ამ დროისათვის COVID 19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, მსოფლიოს 171 ქვეყანაში 307 277 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 13 048 და გამოჯანმრთელდა 92 332. 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, 22–ს მიაღწია.ესენია: ჩინეთი, იტალია, ირანი, ესპანეთი, გერმანია, აშშ, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ავსტრია, ბელგია, ნორვეგია, შვედეთი, დანია, კანადა, მალაიზია, პორტუგალია, ავსტრალია, იაპონია, ბრაზილია. 

COVID-19-თან დაკავშირებული და მისით გამოწვეული ძირითადი მოვლენები, რომლებიც 21–22 მარტის შუაღამიდან ამ დრომდე მოხდა, ასე გამოიყურება: 

  • იაპონურმა ავტოკონცერნმა Nissan–მა, ესპანეთში არსებული ქარხნიდან, სადაც ამ დროისათვის 25 496 ადამიანია COVID 19–ით ინფიცირებული, სამსახურიდან დროებით გაათავისუფლა 3 ათასი თანამშრომელი;
  • ღამის განმავლობაში აშშ მესამე ადგილზე გავიდა, ჩინეთისა და იტალიის შემდეგ, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით. ამ დროისათვის ქვეყანაში 26 747 ადამიანია COVID 19–ით დაავადებული;
  • აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტს მაიკ პენსისა და მისი მეუღლის ანალიზები COVID 19–ზე უარყოფითი აღმოჩნდა;
  • ესპანეთის ქალაქ მურსიის პოლიციამ პატრულირებისას ტირანოზავრის კოსტიუმში გადაცმული მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა შეთხვევა კამერაზე აღბეჭდეს, შემდეგ ფილმ „იურიული პერიოდის პარკიდან“ მუსიკა დაადეს და ინტერნეტში ატვირთეს. ვიდეო მომენტალურად იქცა ვირუსულად და ამ დროისათვის 5 მლნ–ზე მეტი ნახვა აქვს. ამასთან ესპანეთის პოლიციამ შეახსენა მოსახლეობას, რომ კარანტინის დროს ქუჩაში შინაური ცხოველების გასეირნება მცირე ხნით დაშვებულია, მაგრამ ტირანოზავრი ამ კატეგორიაში არ შედის;
  • ​საბერძნეთის პოლიციამ რამდენიმე საათით დააპატიმრა მიტროპოლიტი სერაფიმი, რომელიც, მიუხედავად საკარანტინო აკრძალვისა, მაინც ატარებდა ტაძარში ღვთისმსახურებას. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე;
  • მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სამსი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გარდაიცვალა;
  • ჯანმოს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, იმის მეცნიერული მტკიცებულებები, რომ COVID 19 ონკანის წყლით გადადის, არ არსებობს;
  • იტალიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაჩერა საწარმოო საქმიანობა, გარდა სასიცოცხლოდ აუცილებელი წარმოებებისა;
  • ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე სასტიკი საკარანტინო ზომები COVID 19–თან დაკავშირებით, ესპანეთმა შემოიღო, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა პედრო სანჩესმა;
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ თითქოს სეზონურ გრიპზე აცრილ ადამიანებს იოლად გადააქვთ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია, ან მსუბუქად ავადდებიან...

 

21434
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (456)