მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID 19: დასახელდა დაავადებები, რომლებიც სიკვდილიანობის რისკს ზრდის - იტალიური ანგარიში

© photo : courtesy of the Central Hospital of Wuhan / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა გაავრცელა COVID 19–ით ინფიცირების 72 314 შემთხვევაზე დაკვირვების შედეგები, რომელშიც სიკვდილიანობის დონე ასაკის მიხედვით შეაფასა.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. იტალიის ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა საზოგადოებამ გამოაქვეყნა იმ დაავადებების სია, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში ლეტალური შედეგის რისკებს  ზრდის. 

კორონავირუსი გერმანიაში - Sputnik საქართველო
მსოფლიო შუაღამიდან დილამდე: პანდემიის უკან დახევის თარიღი და ველური ცხოველები ქუჩებში

იტალიელ სპეციალისტთა ანგარიშის თანახმად, COVID 19–ით დაავადებულთა შორის სიკვდილიანობის რისკი 10,5%-მდე იზრდება გულ–სისხლძარღვთა დაავადებების მქონეთა შორის, ხოლო დიაბეტით დაავადებულებისთვის ეს მაჩვენებელი 7,3%-ს შეადგენს.

გარდა ამისა, ლეტალური შედეგის ზრდა შეინიშნება ქრონიკული რესპირატორული დაავადებების (6,3%), ჰიპერტონიის (6%) და ონკოლოგიური (5,6%) დაავადებების მქონე პაციენტებშიც.

მანამდე ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა გაავრცელა COVID 19–ით ინფიცირების 72 314 შემთხვევაზე დაკვირვების შედეგები, რომელშიც სიკვდილიანობის დონე ასაკის მიხედვით შეაფასა.

ჩინელი მეცნიერების თქმით, ლეტალური შედეგის რისკი არის:

  • 0–დან 9 წლამდე —  0%;
  • 10–დან 39 წლამდე — 0,2%;
  • 40–დან 49–მდე — 0,4%;
  • 50–დან 59–მდე — 1,3%;
  • 60–დან 69–მდე — 3,6%;
  • 70–დან 79–მდე — 8%;
  • 80 და ზემოთ — 14,8%.

ნაპოვნია COVID-19-ის პრეპარატი: ბოლო კვლევა ჩინეთში – დასახელდა წამალი>>

ამასთან, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ახალი კორონავირუსის თითქმის ყველა მსხვერპლს ჯერ კიდევ ინფიცირებამდე ჰქონდა გარკვეული სახის ქრონიკული დაავადება. კერძოდ: გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიები, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადება, ჰიპერტონია ან ონკოდაავადებები.

ამ დროისათვის COVID 19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, მსოფლიოს 166 ქვეყანაში 275 434 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 11 399 და გამოჯანმრთელდა 88 256 კაცი. ქვეყნების რაოდენობამ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, 19–ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0