ვატიკანი

ვატიკანმა ინდულგენციების გაცემა დაიწყო: COVID-19-ით ინფიცირებულებს ცოდვები მიეტევებათ

53
(განახლებულია 19:49 20.03.2020)
სამოციქულო პენიტენციარიის დოკუმენტში ფორმულირებულია ინდულგენციის მინიჭების პირობები კორონავირუსით ინფიცირებული იმ მორწმუნეებისთვის, რომლებიც საავადმყოფოებში ან კარანტინში იმყოფებიან.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ვატიკანის სამიდან ერთ-ერთმა ტრიბუნალმა – სამოციქულო პენიტენციარიამ გამოსცა სპეციალური დეკრეტი, რომელიც COVID-19-ის პანდემიის დროს მორწმუნეებისთვის ინდულგენციების დარიგებას ითვალისწინებს, იუწყება National Catholic Reporter-ი ვატიკანის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

ინდულგენცია — რომის პაპის მიერ ცოდვების მისატევებლად გაცემული სიგელია, რომელიც თითქოს ადამიანს ათავისუფლებს როგორც წარსულში ჩადენილი, ისე მომავალში ჩასადენი ცოდვებისგან. აღორძინების ეპოქაში ევროპაში ფართოდ იყო გავრცელებული ინდულგენციებით ვაჭრობა. მაგალითად, გერმანიაში კათოლიკე ბერები ირწმუნებოდნენ, რომ ვინც ინდულგენციას შეიძენდა, გარდაცვალების შემდეგ ღმერთი ცოდვებისათვის პასუხს აღარ მოსთხოვდა, და რომ ინდულგენციის შესყიდვით შეიძლებოდა გარდაცვლილი ახლობლის დახსნა ჯოჯოხეთიდან. ინდულგენციებით ვაჭრობას წერტილი პაპმა პიუს V-მ დაუსვა 1567 წელს. 

„ამ დროისათვის მთელი კაცობრიობა, რომელსაც უხილავი და ვერაგი დაავადება ემუქრება, შეპყრობილია შიშით... სპეციალური ინდულგენციები საჩუქრად გადაეცემათ COVID-19-ით დაავადებულ მორწმუნეებსა და მედიცინის მუშაკებს, მათი ოჯახების წევრებსა და ყველა იმას, ვინც ნებისმიერი სახით, მათ შორის ლოცვით, ზრუნავს მათზე“, — ნათქვამია დეკრეტში.

სამოციქულო პენიტენციარიის დოკუმენტში ფორმულირებულია ინდულგენციის მინიჭების პირობები კორონავირუსით ინფიცირებული იმ მორწმუნეებისთვის, რომლებიც საავადმყოფოებში ან კარანტინში იმყოფებიან. 

ინდულგენციის მიღებას ასევე შეძლებს ყველა ის კათოლიკე, ვინც „მსოფლიო ეპიდემიასთან“ დაკავშირებით გულმოდგინედ ლოცულობს პანდემიის შეწყვეტისა და დაავადებულთა ხვედრის შემსუბუქებისთვის, არის სინანულში და იღებს ზიარებას.  

გარდა ამისა დეკრეტი შეახსენებს საზოგადოებას, რომ რომის პაპმა ფრანცისკმა ბოლო დროს არაერთხელ მოუწოდა მორწმუნეებს, ილოცონ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მსოფლიოს 166 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 246 444 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაცვლილია 10 040 და განკურნებულია 86 036 პაციენტი.

53
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (487)