ძაღლი პირბადით

სახიფათოა თუ არა COVID-19 შინაური ცხოველებისთვის: ვეტერინარიის პროფესორი განმარტავს

921
(განახლებულია 16:44 20.03.2020)
პროფესორმა განმარტა, რომ ძაღლისთვის საშიში კორონავირუსის სახეობა კატებს საფრთხეს არ უქმნის, და პირიქითაც ასეა – კატისთვის სახიფათო ძაღლისთვის საშიში არ არის.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19 შინაური ცხოველებისთვის სახიფათო არ არის, აცხადებს ბიოინჟინერიისა და ვეტერინარული მედიცინის პროფესორი ალექსეი ერმაკოვი.

მისი განმარტებით, კორონავირუსის კონკრეტულად ეს სახეობა ცხოველებში არ დაფიქსირებულა.

„შინაური ცხოველი შეიძლება დაინფიცირდეს კორონავირუსით, მაგრამ არა მისი ყველა სახეობით. კონკრეტულად COVID-19 მათთვის საშიში არ არის“, — განმარტა მან.

ერმაკოვმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ცხოველური“ კორონავირუსი ადამიანებისთვის საშიში არ არის. მისი თქმით, ახლა ადამიანებს შორის ბეტა–კორონავირუსი ცირკულირებს, ხოლო ძაღლისა თუ კატის ვირუსები კორონავირუსების ალფა–ქვეოჯახს განეკუთვნება. 

პროფესორის თქმით, მიუხედავად ამისა, მეტი სიმშვიდისათვის, პროფილაქტიკური ზომების მიღება მაინც აუცილებელია. ამისათვის ყურადღება უნდა მიექცეს მსოფლიო ვეტერინარული ასოციაციის რეკომენდაციებს. თუ ადამიანი ინფიცირებულია, ის არა მარტო ხალხისგან უნდა იყოს იზოლირებული, არამედ შინაური ბინადრებისგანაც.

„ეს იმიტომ, რომ ახალი კორონავირუსი მაინც მცირედაა შესწავლილი. მეცნიერებისთვის ცნობილი სახეობებისთვის ვაქცინები არსებობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შინაური ბინადრების აცრა. მით უმეტეს, რომ ახლა ყველა ვაქცინა პოლივალენტურია, ანუ ერთდროულად რამდენიმე დაავადებისგან იცავს“, — განმარტა ერმაკოვმა.

პროფესორმა ისიც განმარტა, რომ ძაღლისთვის საშიში კორონავირუსის სახეობა კატებს საფრთხეს არ უქმნის, და პირიქითაც ასეა. ადამიანისთვის კი ცხოველები უფრო სახიფათო სხვა დაავადებების გამო არიან, მაგალითად, ცოფის.

921
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (530)