მსოფლიო შუაღამიდან დილამდე: პელე იზოლაციაში, მაროდიორობა ლონდონში 19-20 მარტის ღამე

542
(განახლებულია 15:47 20.03.2020)
ჯენიფერ ლოპესმა „ინსტაგრამზე“ ატვირთა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ატარებს დროს კორონავირუსის გამო ნებაყოფლობით კარანტინზე მყოფი მისი ოჯახი. ვიდეო მომენტალურად იქცა ვირუსულად.

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 244 523 კაცს მიაღწია, აქედან გარდაცვლილია 10 031 და განკურნებულია 86 031 ადამიანი.  

ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზე კვლავ ჩინეთია (81 199 კაცი), სადაც ამ დროისთვის ეპიდემიის პიკი უკვე გადავლილია და დღე-ღამის განმავლობაში ახალი დასნებოვნების მცირე შემთხვევებიღა ფიქსირდება. სხვა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ასეთია: იტალია – 41 035, ირანი — 18 407, ესპანეთი — 18 077, გერმანია — 15 320, აშშ — 14 250, საფრანგეთი — 11 010, სამხრეთ კორეა — 8 652, შვეიცარია — 4 164, დიდი ბრიტანეთი — 2 716, ნიდერლანდები — 2 468, ავსტრია — 2 013, ბელგია — 1 795, ნორვეგია — 1 781, შვედეთი — 1 439, დანია — 1 225 ადამიანი.  

COVID-19-თან დაკავშირებული და მისით გამოწვეული ძირითადი მოვლენები, რომლებიც 19-20 მარტის შუაღამიდან ამ დრომდე მოხდა, ასე გამოიყურება: 

  • მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ფეხბურთში, 79 წლის პელე თვითზოლაციაში გადავიდა, რათა თავი აარიდოს კორონავირუსით ინფიცირებას;
  • ​ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ ერთი კვირის შემდეგ ვიდეოკონფერენციის ჩატარებაზე, რომელზეც კორონავირუსთან ერთად ბრძოლის საკითხებს განიხილავენ; 
  • კორონავირუსის გავრცელების ფონზე ლონდონში მაროდიორობის ფაქტები გამოვლინდა;
  • ერ–რიადმა მექასა და მედინაში ღვთისმსახურება დროებით აკრძალა;
  • მექსიკურმა ნავთობკორპორაცია Pemex-მა საექსპორტო შენაერთის ფასი პრაქტიკულად თვითღირებულებამდე — ბარელზე 14,54 აშშ დოლარამდე დასწია;
  • ამერიკელმა კალათბურთელმა დევინ ბუკერმა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლისთვის ფულადი სახსრების მოგროვების კამპანია წამოიწყო;
  • დონალდ ტრამპმა გააუქმა „დიდი შვიდიანის“ შეხვედრა, რომელიც ივნისში უნდა გამართულიყო აშშ-ში;
  • NBA-ს კლუბ „ფილადელფიაში“ COVID-19 სამ ადამიანს დაუდასტურდა, მათი ვინაობა არ არის დასახელებული;
  • ჰოლივუდის მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა „ინსტაგრამზე“ ატვირთა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ატარებს დროს კორონავირუსის გამო ნებაყოფლობით კარანტინზე მყოფი მისი ოჯახი. ვიდეო მომენტალურად იქცა ვირუსულად და რამდენიმე საათში 1,5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა;
View this post on Instagram

A post shared by Jennifer Lopez (@jlo) on

  • პანამამ ყველა საერთაშორისო ავიამიმოსვლა შეაჩერა;
  • ევროკავშირის უცხოეთის საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბარელმა მსოფლიოს მოუწოდა, არ მოიხსენიონ კორონავირუსი „ჩინურ ვირუსად“;
  • ესპანეთში კორონავირუსის გამო ყველა სასტუმრო, ჰოსტელი თუ კემპინგი 24 მარტიდან დაიხურება;
  • ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ მოუწოდა პრეზიდენტ ტრამპს, გასცეს ბრძანება სამხედროების მობილიზაციაზე კორონავირუსთან ბრძოლაში ჩასართავად;
  • ბრიტანეთის ხელისუფლებამ გასართობი პარკი Drayton Manor-ის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო;
  • არგენტინაში სავალდებულო კარანტინი გამოცხადდა;
  • ჩინეთში დღე-ღამის განმავლობაში ახალი ინფიცირების მხოლოდ 39 შემთხვევა გამოვლინდა;
  • NBA-ს კლუბ „ბოსტონ სელტიკსის“ კალათბურთელი მარკუს სმარტი COVID-19-ით არის ინფიცირებული, ამის შესახებ სპორტსმენმა Twitter-ზე განაცხადა;
  • ​ათონის მონასტერმა მომლოცველების მიღება შეწყვიტა;
  • სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 136 ადამიანამდე გაიზარდა;
  • ირანმა თხოვნით მიმართა მსოფლიოს, მოუწოდონ აშშ-ს სანქციების გაუქმებისკენ, რომლებიც თეირანს კორონავირუსთან ბრძოლაში ხელს უშლის;
  • კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში აშშ-ის სენატმა მოსახლეობისთვის თითო ადამიანზე 1200 დოლარის დარიგება მოითხოვა;
  • კალიფორნიის მოსახლეობას ქუჩებში გასვლა აუკრძალეს, თუ ამას გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს;
  • ჩინეთში ჰუბეის პროვინციის გარეთ კორონავირუსით დაავადებული დარჩა მხოლოდ 282 ადამიანი;
  • კანის კინოფესტივალი, რომელიც 12–23 მაისს უნდა გამართულიყო, აღარ ჩატარდება...

 

542
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (459)