კორონავირუსი

რამდენ ხანს ცოცხლობს COVID-19 სხვადასხვა ზედაპირებზე: ცნობილი გახდა ახალი მონაცემები

1233
(განახლებულია 20:06 18.03.2020)
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში უკვე გადააჭარბა 200 ათასს.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსი ზედაპირების უმეტესობაზე დაახლოებით 72 საათის განმავლობაში რჩება, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც გამოქვეყნებულია The New England Journal of Medicine-ში. 

ირკვევა, რომ მეცნიერებმა შეისწავლეს, როგორ ვრცელდებოდა სხვადასხვა პირობებში COVID-19-ის პანდემიის გამომწვევი ვირუსი SARS-CoV-2 და ასევე მისი წინამორბედი SARS-CoV-1. აღმოჩნდა, რომ ორივე ვირუსი დაახლოებით ერთნაირად მოქმედებს. ისინი უკეთ ინარჩუნებენ სიცოცხლის უნარს პლასტმასისა და უჟანგავი ფოლადის ზედაპირებზე, ვიდრე, მაგალითად, სპილენძსა და მუყაოზე.

აღინიშნება ისიც, რომ დაავადების აღმძვრელი ჰაერში სამ საათამდე ჩერდება, რაც, ბრიტანელი მეცნიერების თქმით, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ COVID-19-ით ინფიცირება ჰაერ–წვეთოვანი გზით არის შესაძლებელი.

COVID-19 და ორსულები: ბრიტანელი მეცნიერები სენსაციურ ფაქტებს აქვეყნებენ>>

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში უკვე გადააჭარბა 200 ათასს და 204 029 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაცვლილია 8 241 და განკურნებულია 82 107 პაციენტი.

1233
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (487)