მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19 თურქეთში: ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო 24 პირი დააკავეს

© REUTERS / Umit Bektasდეზინფექცია სტამბულში
დეზინფექცია სტამბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე თურქულ მასმედიასა და სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს „ფარული ცირკულარის“ შესახებ, რომელიც თითქოს ყველა საწარმოსა და ორგანიზაციის დაკეტვას მოიაზრებდა COVID-19-ის გავრცელების გამო.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. თურქმა სამართალდამცველებმა 24 პირი დააკავეს, რომლებიც სოციალური ქსელებით განზრახ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ, იუწყება თურქული ტელეარხი NTV ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
როდის დადგება COVID-19-ის პიკი: Forbes დახურული თათბირის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს

არსებული მონაცემებით, სულ ქვეყანაში აღნიშნული ქმედების ჩამდენი 137 პირი გამოავლინეს, რომელთაგან 24 უკვე დააკავეს ვირუსის შესახებ პროვოკაციული და დაუდასტურებელი შინაარსის შეტყობინებების დაგზავნის გამო. ამ დროისათვის მიმდინარეობს სხვა ეჭვმიტანილების ძებნა.

მანამდე თურქულ მასმედიასა და სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს „ფარული ცირკულარის“ შესახებ, რომელიც თითქოს ყველა საწარმოსა და ორგანიზაციის დაკეტვას მოიაზრებდა COVID-19-ის გავრცელების გამო. 16 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რის შემდეგაც ანკარის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებისა“ და „მოსახლეობის დაშინებისა და პანიკის შექმნის“ მუხლებით.

მეცნირებმა დაადინეს, სისხლის რომელი ჯგუფისთვისაა ყველაზე სახიფათო COVID 19 - ჩინური კვლევა>>

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, თურქეთში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულია 98 ადამიანი, გარდაცვლილია ერთი, პაციენტებიდან ჯერჯერობით არავინ გამოჯანმრთელებულა. მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 198 756 კაცს მიაღწია, აქედან გარდაცვლილია 7 955 და განკურნებულია 81 961 ადამიანი. 

ყველა ახალი ამბავი
0