მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19: გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც ხალხს განზრახ აინფიცირებდა

© REUTERS / Thomas Peterმამაკაცი სამედიცინო ნიღბით
მამაკაცი სამედიცინო ნიღბით  - Sputnik საქართველო
გამოწერა
57 წლის მამაკაცმა მედიკოსების წასვლის შემდეგ ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ „ვირუსის გასავრცელებლად“ მიდიოდა.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. იაპონიაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული მამაკაცი, რომელიც განზრახ აინფიცირებდა ადამიანებს, იუწყება მედია.

გავრცელებუილი ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ გამაგორის საავადმყოფოში მოხდა, სიკვდილის მიზეზები არ არის დაკონკრეტებული.

​მანადე ცნობილი გახდა, რომ 57 წლის მამაკაცს მედიკოსებმა ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება 4 მარტს დაუდგინეს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ჰოსპიტალში გადაყვანა იმავე დღეს არ ხერხდებოდა, ექიმებმა სთხოვეს მას, შინ დარჩენილიყო საკარანტინო რეჟიმზე. მაგრამ მედიკოსების წასვლის შემდეგ მამაკაცმა ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ „ვირუსის გასავრცელებლად“ მიდიოდა.

ირკვევა, რომ მან ორ დაწესებულებაში — ერთ-ერთ ბარსა და ფილიპინურ პაბში მისვლა მოასწრო, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ COVID-19-ით ახალგაზრდა ქალი მართლაც დაავადდა.

ვირუსის განზრახ გამავრცელებელი 5 მარტს გადაიყვანეს ჰოსპიტალში და იმავდროულად მის წინააღმდეგ საქმეც აღძრეს.

კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება>>

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირებულია 882 ადამიანი, აქედან გარდაიცვალა 29 და გამოჯანმრთელდა 144 პაციენტი. მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 198 004 კაცს მიაღწია, აქედან გარდაცვლილია 7 948 და განკურნებულია 81 950 ადამიანი. 

ყველა ახალი ამბავი
0