მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19: ჯანმომ კორონავირუსის თვითსამკურნალოდ უმჯობესი პრეპარატი დაასახელა

© Sputnik / Alex Shlamovკორონავირუსი
კორონავირუსი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმოს პრეს-მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პრეპარატი ექიმის მიერაა დანიშნული სამედიცინო ჩვენებებიდან გამომდინარე, მაშინ მისი მიღება დასაშვებია.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ახალი კორონავირუსის COVID-19-ის სიმპტომების თვითმკურნალობისას თავი აარიდეთ იბუპროფენისა და მისი შემცველი პრეპარატების მიღებას, ასეთი რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეს-სპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე, წერს გერმანული გამოცემა WELT.  

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
COVID-19-ის სწრაფი გავრცელების მთავარი მიზეზი: მეცნიერები ქვეყნების მთავრობებს აფრთხილებენ

მისი თქმით, ამ დროისათვის მიმდინარეობს კვლევები იბუპროფენის მიღების შემთხვევაში COVID-19-ით სიკვდილიანობის შესაძლო რისკების დასადგენად. 

„ახალი მტკიცებულებები იმისა, რომ იბუპროფენი [COVID-19-ის შემთხვევაში] ზრდის სიკვდილიანობის რისკს, არ გამოქვეყნებულა. კვლევები არასაკმარისია, ექსპერტები ჯერჯერობით სწავლობენ მონაცემებს. ამ დროისათვის ჩვენი რეკომენდაციაა, უპირატესობა პარაცეტამოლს მიანიჭოთ და არ გამოიყენთ იბუპროფენი თვითსამკურნალოდ“, — განაცხადა ჯანმოს პრეს-მდივანმა. 

ლინდმაიერმა ხაზი გაუსვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იბუპროფენი ექიმის მიერაა დანიშნული სამედიცინო ჩვენებებიდან გამომდინარე, მაშინ მისი მიღება დასაშვებია. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის სულ მსოფლიოს 155 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 185 067 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაცვლლია 7 330 და განკურნებულია 80 236 კაცი.

 

ყველა ახალი ამბავი
0