ანომალიური სიცხე მილიარდობით ადამიანს დააზარალებს - ამერიკული კვლევა

190
(განახლებულია 17:49 15.03.2020)
ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ პლანეტა უკვე 1,2 გრადუსით მეტად გახურდა XIX საუკუნის ბოლოსთან შედარებით.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ძლიერი სიცხითა და ტენიანობით გამოწვეული სითბური სტრესი, რასაც ხელს უწყობს სათბური გაზების გამოფრქვევა,  ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს შეეხება.

ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ აშშ–ის რატგერის უნივერსიტეტის მკვლევარები, რის შესახებაც სტატიას Phys.org–ი აქვეყნებს. 

​მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თუ გლობალური ტემპერატურა ინდუსტრიამდელ ეპოქაში არსებულთან შედარებით მოიმატებს:

  • 1,5 გრადუსით - ექსტრემალური სიცხე იმ რაიონებს შეეხება, რომლებშიც ახლა 500 მლნ ადამიანი სახლობს;
  • თუ ამ მაჩვენებელმა ორ გრადუსამდე აიწია, მაშინ 8-00 მლნ კაცი დაზარალდება;
  • ხოლო 3 გადუსით მომატების შემთხვევაში, სითბური სტრესი 1,2 მლრდ ადამიანს დააზარალებს.

ამასთან ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ პლანეტა უკვე 1,2 გრადუსით მეტად გახურდა XIX საუკუნის ბოლოსთან შედარებით.

190
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (296)