მოსახლეობა მადრიდის სუპერმარკეტში

ესპანეთის პრემიერი: ეს არის ბრძოლა, რომელსაც მოვიგებთ... მნიშვნელოვანია გამარჯვების ფასი

82
(განახლებულია 09:21 15.03.2020)
ესპანეთში კორონავირუსის სწრაფი ტემპებით გავრცელების გამო, ხელისუფლებამ მოსახლეობის გადაადგილებაზე მკაცრი ზომები შემოიღო.

თბილისი, 15 მარტი - Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვის ზომების მიღების შემდეგ, ესპანეთის ხელისუფლება მოსახლეობას სურსათის სტაბილურად მიწოდებას პირდება - ამის შესახებ პრემიერმა პედრო სანჩესმა განაცხადა - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი"

შაბათს ესპანეთში 15 დღით გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმი შემოიღეს. ადამიანებს ნება დართული აქვთ გადაადგილდნენ ქუჩებში მხოლოდ იმისათვის, რომ შეიძინონ პროდუქტები, წამლები, და პირველადი მოხმარების საგნები.

ქვეყანაში დაიკეტა ბარები, რესტორნები, მუზეუმები, თეატრები, სპორტული და კულტურული ცენტრები. ასევე პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების გარდა ყველა მაღაზია.

ყველა სამართალდამცველთა დანაყოფი (კატალონიურიMossos d'Esquadra და ბასკური Ertzaintza-ს ჩათვლით) ამიერიდან ემორჩილება შსს-ს. აუცილებლობის შემთხვევაში ხელისუფლება ჩართავს შეიარაღებულ ძალებს.

განათლების სფეროში, ასევე დაკეტილია ყველა სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი. სწავლება ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

ხელისუფლებამ ასევე მიიღო ზომები ჯანდაცვის სფეროს მხარდაჭერისათვის. ამასთან სექტორის მართვას რეგიონალური მართვის ორგანოები განაგრძობენ.

ორჯერ მცირდება მატარებლების გადაადგილება საშუალო მანძილებზე. გადაადგილების შეზღუდვები ავტონომიურ საზოგადოებებს შორის არ არის შემოღებული, თუმცა ამასთან შეიზღუდა მოქალაქეთა გადაადგილება საერთოდ.

„თუკი ჩვენ პასუხისმგებლობით მოვეკიდებით საკითხს, ჩვენ დავამარცხებთ  COVID-19-ს“ , - აღნიშნა სანჩესმა.

მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რაღაც მიზეზების გამო ამ დროისათვის აღმოჩნდა თავისი საცხოვრებლიდან შორს, შეუძლია წინააღმდეგობის გარეშე დაბრუნდეს.

პრემიერის თქმით, სიტუაცია, რომელსაც ესპანეთი შეეჯახა, საგანგებო ზომების მიღებას ითხოვს. მან აღნიშნა, რომ მართალია, ეს ზომები სერიოზულ ზიანს მიაყენებენ ბევრს, განსაკუთრებით მცირე ბიზნესში, მაგრამ ამასთაქნ პირობა დადო, რომ მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, კრიზისის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად.

„ეს არის ბრძოლა, რომელსაც ჩვენ მოვიგებ, ეჭვიც არ შეგეპაროთ, მნიშვნელოვანია, რომ ფასი, რომელსაც ამ გამარჯვებისათვის გადავიხდით, მინიმალური იყოს“ - განაცხადა სანჩესმა.

ესპანეთში კორონავირუსის გავრცელება სწრაფი ტემპებით იზრდება. 24 საათის განმავლობაში დაავადებულთა რიცხვი 1500 ადამიანით გაიზარდა და 5700-ს მიაღწია. მათგან 3000 მადრიდშია. ამ ხნის მანძილზე დაიღუპა 180 ადამიანი და მათგან 133 - დედაქალაქში.

ესპანეთი კორონავირუსით დაავადებულთა და დაღუპულთა რიცხვით, ევროპაში მეორე ადგილზეა იტალიის შემდეგ.

 

 

82