Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID 19: ქვეყნდება აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალი

© Sputnik / Alex Shlamovრიგები სუპერმარკეტში
რიგები სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტები აქვეყნებენ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღება კორონავირუსის გავრცელების პერიოდში განსაკუთღებით მნიშვნელოვანია და აუცილებელი

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების რისკის შესამცირებლად, გარდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა ქვეყნების მედიკოსთა რეკომენდაციების გათვალისწინებისა,  აუცილებელია რაციონში ისეთი საკვები ჩართოთ, რომლებიც იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ, წერს პორტალი Times Now. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
COVID-19: უახლესი ცნობები და კითხვებზე პასუხები ჯანმოსგან

 „კორონავირუსით რომ დაავადდეთ, ინფექციას უფრო სწრაფად გაუმკლავდებით, თუ იმუნიტეტი ძლიერი გექნებათ. კარგი კვება და სხვა სასარგებლო რეკომენდაციების გათვალისწინება, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, — წერენ სპეციალისტები.  

ექსპერტები აქვეყნებენ პროდუქტების ჩამონათვალს იმუნიტეტის გასაძლიერებლად, რომლის ძირითადი შემადგენელი ახალი ხილი და ბოსტნეულია.

რეკომენდებული პროდუქტების სია ასე გამოიყურება:

  • სხვადასხვა ფერის ბოსტნეული — მათ პიგმენტებს (ქლოროფილს, ასტაქსანტინსა და ბეტა–კაროტინს) ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს.
  • ტკბილი წიწაკა(წითელი, მწვანე, ყვითელი), წითელი კომბოსტო, ბროკოლი. მათი მიღება — ეს იმუნიტეტის მძლავრი იარაღია.
  • C ვიტამინის შემცველი პროდუქტები. ამ ვიტამინს არაერთი სასარგებლო თვისება აქვს. მათ შორის ისიც, რომ ძირითადი ინფექციების აღკვეთასა და განკურნებაში გვეხმარება. ამისათვის საჭიროა მიირთვათ: ლიმონი, ფორთოხალი,  ბულგარული წიწაკა, კომბოსტო და ვაშლი.

შემდეგ ჩამონათვალში მოდის კურკუმა, ჯანჯაფილი და კენკროვანი ხილი.

გარდა ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ პრებიოტიკებისა და პრობიოტიკების მიღებასაც, რაც ნაწლავების ფლორის დაბალანსებას უწყობს ხელს. ეს კი უკიდურესად მნიშვნელოვანია ჯანმრთელი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად. პრებიოტიკები შედის უჯრედისით მდიდარ პროდუქტებში — ხილში,  ბოსტნეულში, მთელმარცვლოვან ბურღულეულში;  ხოლო პრობიოტიკები — ფერმენტირებულ პროდუქტებში: იოგურტებში, სოიოსა და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0