Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა შესაძლოა გადაიდოს

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიოლიმპიადა
ოლიმპიადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბერძნეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ოლიმპიური ცეცხლის ანთების ცერემონია, რომელიც ტრადიციულად ამ ქვეყანაში ტარდება, მაყურებლების გარეშე გაიმართება. 

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ტოკიოს ოლიმპიადა, თუ კორონავირუსის ეპიდემიის გამო 2020 წელს მისი გაუქმება გადაწყდება, შესაძლოა ერთი ან ორი წლით გადაიდოს, წერს გაზეთი Wall Street Journal–ი იაპონიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრ ჰარუიუკი ტაკაჰაშიზე  დაყრდნობით.

„არ მგონია, რომ თამაშები გაუქმდეს — ეს იქნება გადავადება. მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუ [ოლიმპიადა] გაუქმდება“, — განაცხადა მან. 
კორონავირუსი იტალიაში - Sputnik საქართველო
COVID 19: ვითარება უკიდურესად მძიმეა - იტალია ჩინეთს დახმარებას სთხოვს

ტაკაჰაშის თქმით, ერთი წლით ოლიმპიადის გადადება პრობლემებს შექმნის, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ის სხვა მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს დაემთხვევა, რომლებიც უკვე გაწერილია. ამიტომ, მისი აზრით, სჯობს ოლიმპიადა ორი წლით გადაიდოს.

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო, უკვე გადაიდო არაერთი საკვალიფიკაციო ტურნირი. ამასთან, საბერძნეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ოლიმპიური ცეცხლის ანთების ცერემონია, რომელიც ტრადიციულად ამ ქვეყანაში ტარდება, მაყურებლების გარეშე გაიმართება. 

ჯონ ჰოპკინსის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 115 ქვეყანაში 119 108 კაცს აღწევს. აქედან გარდაცვლილია 4284 და გამოჯანმრთელებულია 65 765 ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0