მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19: გამოვლინდა კორონავირუსის ახალი სიმპტომები

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებმა მოუწოდეს მედიკოსებს, უფრო ყურადღებით მოეკიდონ კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოსტიკას. მათი თქმით, არასწორი მკურნალობა საფრთხეს უქმნის არა მარტო კორონავირუსით დაავადებულს, არამედ ირგვლივ მყოფებსაც.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. სინგაპურელმა მეცნიერებმა ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19-ის მანამდე უცნობი სიმპტომები გამოვლინეს, იუწყება The Straits Times-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს სიმპტომები დენგეს ცხელების ცრუ სურათს ქმნის: ინფიცირებულ პაციენტს შესაძლოა გაუჩნდეს სხვადასხვა სახის ქავილის გამომწვევი გამონაყარი და აუწიოს სიცხემ. ამასთან, მას არ ექნება COVID-19-სთვის სახასიათო სიმპტომები. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
არსებობს თუ არა კორონავირუსის საკვებით გადადების საშიშროება: EFSA განცხადებას ავრცელებს

მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ზოგ შემთხვევაში ანალიზებმაც კი შესაძლოა შეცდომით აჩვენოს დადებითი შედეგი დენგეს ცხელებაზე.

მეცნიერებმა მოუწოდეს მედიკოსებს, უფრო ყურადღებით მოეკიდონ კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოსტიკას. მათი თქმით, არასწორი მკურნალობა საფრთხეს უქმნის არა მარტო კორონავირუსით დაავადებულს, არამედ ირგვლივ მყოფებსაც.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 114 452 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. COVID-19-ის შემთხვევები იზრდება: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (7 161), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 231), გერმანიასა (1 224) და აშშ-ში (754). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 026 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 169 პაციენტი. 

ყველა ახალი ამბავი
0