შეცვალე საუზმე და დაიკელი წონაში: ავსტრალიელი დიეტოლოგი გთავაზობთ მენიუს

© Pixabay / LubosHouskaსაუზმე
საუზმე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიეტოლოგის თქმით, საუზმის გამოტოვება პრინციპულად არასასურველია. ის, ვინც დილით სრულფასოვნად იკვებება, დღის განმავლობაში გამუდმებით „რაღაცის ღეჭვის“ სურვილს კარგავს.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ავსტრალიელმა დიეტოლოგმა სიუზი ბარელმა შეიმუშავა საუზმის სახეობა, რომლის წყალობითაც ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესების გააქტიურება და ზედმეტი კალორიების წვა დილიდანვეა შესაძლებელი.  

კვერცხი „ბენედიქტი“ - Sputnik საქართველო
მაღალკალორიული საუზმე დიაბეტსა და გაცხიმოვნებას ებრძვის: მეცნიერთა დასკვნა

დიეტოლოგის თქმით, საუზმის გამოტოვება პრინციპულად არასასურველია. ის, ვინც დილით სრულფასოვნად იკვებება, დღის განმავლობაში გამუდმებით „რაღაცის ღეჭვის“ სურვილს კარგავს.

„ბევრს ჰგონია, რომ საუზმეზე უარის თქმა წონაში კლების გასაღებია, მაგრამ სწორედ დილით კარგად დანაყრება გვინარჩუნებს სიმაძღრის გრძნობას და გვაძლევინებს რაღაცის ჭამის ცდუნებას დღის განმავლობაში“, — აღნიშნა ბარელმა. 

თუ როგორი უნდა იყოს საუზმე, დიეტოლოგის რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

  • არ შეგეშინდეთ ხარისხიანი ნახშირწყლების მიღება დილით — ეს ტვინსა და კუნთებს აუცილებელი ენერგიით უზრუნველყოფს. ასეთია, მაგალითად, მთელმარცვლოვანი დაბალკაროლიული ნახშირწყლები. 
  • ჩართეთ მენიუში ცილოვანი პროდუქტები. მაგალითად, ორშაბათს მიირთვით ორი მოხარშული კვერცხი, სამშაბათს — ხაჭო, ოთხშაბათს — მოხარშული თევზი...  ამასთან, კარგი იქნება, თუ ცილოვან პროდუქტებთან ერთად მიირთმევთ მთელმარცვლოვანი ბურღულეულის ფაფებს.
  • ჩამოთვლილ საკვებს შეგიძლიათ დაუმატოთ ხილი და ბოსტნეული, რაც ორგანიზმს უჯრედისითა და ვიტამინებით შეავსებს.
  • საჭიროა მიიღოთ კარგი ცხიმები, მაგალითად, ზეითუნის ზეთი, ავოკადო, კაკალი, არაქისის კარაქი და მარცვლეული. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე გერმანელმა მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ მაღალკალორიული კერძებისგან შემდგარი საუზმე ხელს უწყობს დიაბეტთან და გაცხიმოვნებასთან ბრძოლას. 

ყველა ახალი ამბავი
0