დილით თუ საღამოს: დადგინდა, როდის არის წნევის წამლის მიღება უფრო ეფექტური

© photo: Sputnik / Alexander Kriazhev / გადასვლა მედიაბანკშიწნევის გზომვა
წნევის გზომვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ მეცნიერებმა ექსპერიმენტის დროს 19 000 პაციენტის მონაცემები გააანალიზეს. ყველა მათგანი მაღალი წნევით იტანჯებოდა. პაციენტებზე დაკვირვება მთელი ექვსი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. კარდიოლოგთა ევროპული საზოგადოების მეცნიერებმა კვლევების სერიები ჩაატარეს, რაც მათ იმის დადგენაში დაეხმარა, როდის ჯობს წნევის საწინააღმდეგო წამლების მიღება — დილით თუ საღამოს. 

წნევის გაზომვა  - Sputnik საქართველო
როგორ დავწიოთ მაღალი არტერიული წნევა წამლის გარეშე: გერმანელი კარდიოლოგის რჩევები

სულ მეცნიერებმა ექსპერიმენტის დროს 19 000 პაციენტის მონაცემები გააანალიზეს. ყველა მათგანი მაღალი წნევით იტანჯებოდა. პაციენტებზე დაკვირვება მთელი ექვსი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ პერიოდში მედიკოსები აღნუსხავდნენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყველა მაჩვენებელს.

კვლევის ავტორები ასევე ითვალისწინებდნენ ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: ცხოვრების წესი, მემკვიდრეობითობა, მავნე ჩვევები, თანმდევი დაავადებები და ბევრი სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ ფაქტორს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა შეეძლო, ახალმა კვლევამ მაინც გამოავლინა რამდენიმე საინტერესო მომენტი სპეციალისტებისთვის. 

საუკეთესო დანამატი: მეცნიერებმა დაასახელეს წვენი, რომელიც წნევას აქვეითებს>>

დადგინდა, რომ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები, რომლებიც პრეპარატებს საღამოობით იღებენ, ბევრად უკეთ აკონტროლებენ წნევას. ამასთან, მნიშვნელოვნად, დაახლოებით 45%-ით მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებით სიკვდილის რისკი.  

შედარებით უარესი მაჩვენებლები გამოვლინდა იმ პაციენტებში, რომლებიც წამლებს დილაობით იღებენ.

მანამდე ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოცვის წვენი ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის დაქვეითებას და აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას. რაც შეეხება სხვა კენკროვნების წვენს, მათი ეფექტურობა არც ისე შესამჩნევია. 

ყველა ახალი ამბავი
0