დადასტურებულია მეცნიერულად: ბავშვობაში გაკეთებული ზოგი აცრა კიბოს ებრძვის

© photo: Sputnik / Alexander Galperin / გადასვლა მედიაბანკშიაცრა
აცრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი მეთოდიკა იმუნიტეტის გახანგრძლივებად მოქმედებას ემყარება, რომელიც მთელი მსოფლიოს ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამებში ჩართულ ნებისმიერ ვაქცინაში შედის.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ჩვეულებრივი საბავშვო ვაქცინით მიღებული წინასწარი იმუნიზაცია შესაძლოა კიბოს ეფექტურ მკურნალობას უწყობდეს ხელს – ასეთი შედეგი აჩვენა ჰელსინკის უნივერსიტეტის ახალმა კვლევებმა პირველად ისტორიაში. კვლევა ჟურნალ Cancer Research-შია გამოქვეყნებული. 

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
რა კავშირია სექსსა და კიბოს შორის – მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი განმარტავს

ფინელმა მეცნიერებმა იტალიელ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს კვლევები თაგვებზე. გაირკვა, რომ კიბოთი დაავადებულ ცხოველებში, რომლებიც მანამდე რომელიმე ჩვეულებრივი ვაქცინით იყვნენ აცრილები (მაგალითად, ტეტანუსზე ან დიფტერიაზე), კიბოს საწინააღმდეგო თერაპია მნიშვნელოვნად უფრო ეფექტური იყო.

სამეცნიერო სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი შედეგების გადამოწმება კლინიკურ კვლევებში ადვილია, ვინაიდან მეთოდიკა იმუნიტეტის გახანგრძლივებად მოქმედებას ემყარება, რომელიც მთელი მსოფლიოს ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამებში ჩართულ ნებისმიერ ვაქცინაში შედის.

გრიპის ვაქცინაცია: დოქტორ კომაროვსკის განმარტება-რეკომენდაცია>>

კვლევის ხელმძღვანელის, პროფესორ ვინჩენცო ცერულოს თქმით:

„ამ მეთოდმა შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს იმუნოთერაპიის არსებულ პროტოკოლებზე“.

გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ზოგად პათოგენებზე აცრილია, ეს ხელს უწყობს პათოგენ-სპეციფიკური იმუნური მეხსიერების გაჩენას, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს ხდის, რომ პათოგენური მიკროორგანიზმების გაჩენის შემთხვევაში იმუნიტეტმა განუზომლად სწრაფი და ეფექტური პასუხი გასცეს მათ. ეს, ასე ვთქვათ, მეორადი პასუხია — პირველზე ბევრად მძლავრი და სწრაფი.

გავრცელებული ინფორმაციით, ცერულო და მისი კოლეგები კიბოს საწინააღმდეგო თერაპიული ვაქცინების შექმნაზე მუშაობენ. ერთ–ერთ მათგანია PeptiCRAd. არსებითად, ეს არის ვირუსი, რომლის ზედაპირზეც სიმსივნის მცირე ნაწილებია დამაგრებული, რათა მის წინააღმდეგ იმუნური პასუხი გამოიწვიონ. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ პაციენტი ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ბავშვობაში იყოს აცრილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0