არ გამოიყენოთ ყურის საწმენდი ჩხირები: მეცნიერები საშიშ ინფექციაზე გვაფრთხილებენ

© Pixabay / Counsellingბავშვი ყურზე აფარებული ხელით
ბავშვი ყურზე აფარებული ხელით - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ყურის შიდა ზედაპირიდან გოგირდის გაწმენდა რეკომენდებული არ არის, თუ ის უხერხულობას არ ქმნის.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ყურის საწმენდი ჩხირები შესაძლოა საშიში ინფექციის წყარო აღმოჩნდეს, წერს Science Alert-ი ბრიტანელ  სწავლულებზე დაყრდნობით. 

​გავრცელებული ინფორმაციით, ქოვენთრის უნივერსიტეტის მეცნიერებმა  აღწერეს 31 წლის მამაკაცის შემთხვევა, რომლის ტვინშიც სიცოცხლისთვის საშიში დაჩირქება აღმოაჩინეს.

მკვლევარების აზრით, ინფექცია Pseudomonas aeruginosa-მ პაციენტის ტვინში ყურის ჩხირებიდან შეაღწია. 

„პაციენტის საბედნიეროდ, ყურის ჩხირებზე უარის თქმამ და ანტიბიოტიკებით რვა კვირიანმა მკურნალობამ სერიოზული ნევროლოგიური პრობლემები აღმოფხვრა“, — აღნიშნავენ მედიკოსები.

მკვლევარების აზრით, ჩხირით  ყურის წმენდა არ არის სასარგებლო ჰიგიენური პროცედურა, ვინაიდან ის ზრდის ოტიტებისა და თავის ქალაში ინფექციის მოხვედრის რისკებს. გარდა ამისა, ჩნდება ყურის დაფის აპკის დაზიანების დიდი შანსი.

მცირეწლოვანი ბავშვი ყურსაცვამებით - Sputnik საქართველო
ყურსაცვამები – სმენის დაკარგვის გარდაუვალი მიზეზი

აღსანიშნავია, რომ ყურის ჩხირებთან და ზოგადად ყურის ჰიგიენასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფიც. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ყურის შიდა ზედაპირიდან გოგირდის გაწმენდა რეკომენდებული არ არის, თუ ის უხერხულობას არ ქმნის.

სპეციალისტების თქმით, ყურის გოგირდს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია: ის ხელს უშლის ყურის შიგნით მტვრის, ჭუჭყისა და ბაქტერიების შეღწევას.

ამასთან, ადამიანის ყურს აქვს თვითგაწმენდის უნარი. ყბების მოძრაობის დროს გოგირდი ყურის არხებიდან გამოიდევნება და ნიჟარაში გროვდება. თვითგაწმენდა კი ბუნებრივი მოთხოვნების შესაბამისად ხდება და დაჩქარებას არ საჭიროებს.

მედიკოსების თქმით, თუ ყურში ბევრი გოგირდი დაგროვდა, ჭარბი ნაწილის მოშორება სპეციალური წვეთებითაა შესაძლებელი. წვეთები გოგირდს დაარბილებს, რის შემდეგაც ყურები ტენიანი ნაჭრით უნდა გაიწმინდოთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0