მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ინციდენტი თურქ სამხედროებთან დაკავშირებით: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს

© photo: AFP 2020 / BAKR ALKASEMსირიული გამანადგურებლები
სირიული გამანადგურებლები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის საზღვრისპირა პროვინცია ჰათაის გუბერნატორმა განაცხადა, რომ იდლიბში სირიის არმიის საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა 33 თურქი სამხედრო და დაიჭრა 36

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. თურქი სამხედროები, რომლებიც სირიის სამთავრობო ჯარების ცეცხლში მოხვდნენ იდლიბის დეესკალაციის ზონაში, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ, განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ამის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.  

პოლიციის მანქანა ანკარაში - Sputnik საქართველო
ანკარაში რუსეთის საელჩოს დაცვა გააძლიერეს

უწყების ინფორმაციით, 27 თებერვალს, ტერორისტული დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ ბოევიკებმა სირიის არმიაზე შეტევა სცადეს დასახლებულ პუნქტ ბეჰუნის რაიონში. სირიის ჯარებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რომელშიც „ტერორისტული ფორმირებების სამხედრო წყობაში მყოფი“ თურქი სამხედროებიც მოხვდნენ. ამასთან, თურქული მხარის მონაცემებით, თურქეთის არმიის არცერთი დანაყოფი იმ რაიონში არ იმყოფებოდა და არც უნდა ყოფილიყო, ხაზს უსვამს თავდაცვის სამინისტრო.

თურქი სამხედროების დაშავების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის ზომები მიიღო და დაღუპულებისა და დაჭრილების თურქეთის ტერიტორიაზე ევაკუაცია უზრუნველყო.

„რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების ავიაცია ბეჰუნის დასახლებული პუნქტის რაიონში არ გამოყენებულა“, — აცხადებენ რუსეთის სამხედრო უწყებაში.

გასულ ღამეს, თურქეთის საზღვრისპირა პროვინცია ჰათაის გუბერნატორმა განაცხადა, რომ სირიის არმიის საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა 33 თურქი სამხედრო და დაიჭრა 36. ამის შემდეგ ანკარამ სირიის ჯარების პოზიციებზე სახმელეთო და საჰაერო შეტევის დაწყების შესახებ განაცხადა. თურქეთის მმართველი პარტიის პრესმდივანმა ომარ ჩელიქმა მომხდარს „ნატოზე თავდასხმა“ უწოდა და ალიანსთან კონსულტაციების დაწყება დააანონსა.

დაძაბულობა იდლიბში 

იანვრის ბოლოს სირიის არმიამ იდლიბისა და ალეპოს პროვინციებზე შეტევა წამოიწყო, სადაც ტერორისტები ყოველდღე ცხრილავდნენ საცხოვრებელ კვარტლებს. ერთი თვის განმავლობაში 600 კვმ-ზე მეტი ფართობის ტერიტორიის გათავისუფლება მოხერხდა.

დატყვევებულმა ტერორისტებმა სირიაში თურქეთის როლზე ისაუბრეს>>

ამ ფონზე ანკარამა და მისმა ზოგმა პარტნიორმა დამასკი და მოსკოვი ჰუმანიტარულ ობიექტებსა და თურქ სამხედროებზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. რუსეთსა და სირიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ დესტაბილიზაციის მიზეზი ტერორისტების ქმედებებია. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, თურქეთმა ვერ შეასრულა საკვანძო ვალდებულებები იდლიბის პრობლემების გადასაჭრელად. კერძოდ: ტერორისტები და შეიარაღებული ოპოზიცია დააშორიშორა, რომელიც მზად იყო მთავრობასთან დიალოგისთვის. ანკარასი კი ირწმუნებიან, რომ ვალდებულებები შესრულდა.

გასულ კვირაში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას ჯერ არ მიუღია დამაკმაყოფილებელი შედეგი რუსეთთან მოლაპარაკებებში, და იდლიბში სამხედრო ოპერაციის დაწყებით დაიმუქრა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ამას „ყველაზე ცუდი სცენარი“ უწოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0