მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საზღვრები ვაქცინის შექმნამდე არ გაიხსნება: ჩრდილოეთ კორეა განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Miguel Kandela / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ხელს უწყობს ადგილობრივ ფარმაცევტებს კორონავირუსის წამლის შექმნაში ქვეყანაში არსებულ პრეპარატებზე დაყრდნობით, მაგალითად, ოროვანდის ფესვზე.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეა არ გახსნის საზღვრებს უცხოელებისთვის მანამ, სანამ კორონავირუსის მკურნალობის მეთოდი არ შეიქმნება, განაცხადა იაპონიაში გამომავალ პროჩრდილოკორეულ გამოცემა „ჩოსონ სინბოსთან“ ვიდეოინტერვიუში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კიმ ჰიონ ჰუნმა.

„უცხოელებს ეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა სახმელეთო სასაზღვრო პუნქტების, ასევე საზღვაო პორტებისა და აეროპორტების გავლით. ასე იგეგმება მანამ, სანამ კორონავირუსის ტესტირებისა და მკურნალობის მეთოდი საბოლოოდ არ შეიქმნება“, — განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კიმ ჰიონ ჰუნმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეაში COVID-2019-ით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული, მათ შორის, დაავადება არ გამოვლენიათ არც უცხოეთიდან ჩასულებსა და მათთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს, რომლებიც ამ დროისათვის კარანტინში არიან. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
წამალი მალე შეიქმნება: კორონავირუსის გენომში მუტაცია არ გამოვლინდა

მანამდე მინისტრის მოადგილემ იმავე გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობა ხელს უწყობს ჩრდილოკორეელ ფარმაცევტებს კორონავირუსის წამლის შექმნაში ქვეყანაში არსებულ პრეპარატებზე დაყრდნობით, მაგალითად, ოროვანდის ფესვზე.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო რადიოზე დაყრდნობით სამხრეთკორეულმა სააგენტო „რიონჰაპმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო ქვეყანაში გადადებულია საბავშვო ბაღების და სკოლების გახსნა არდადეგების შემდეგ.

მანამდე ქვეყანაში ამოქმედდა „ეროვნული საგანგებო საკარანტინო სისტემა“, გაძლიერდა დაკვირვება და გატარდა ყველა შესაძლო ზომა კორონავირუსის ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე გავრცელების თავიდან ასარიდებლად. ხელისუფლებამ ჩაკეტა საზღვრები და ერთთვიან კარანტინში გადაიყვანა ყველა, ვინც მანამდე ჩინეთში ყოფნა მოასწრო. 

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან: მთავრობამ ქსელში ჯანმოს რეკომენდაციები ჩაუშვა>>

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით, რომელსაც ოფიციალურად ეწოდა COVID 2019, მსოფლიოს მასშტაბით სულ აღირიცხა 82 164 ადამიანის ინფიცირების შემთხვევა. აქედან ჩინეთზე 78 497 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა სიმრავლით მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა — 1 595 დაავადებულით. სულ გარდაიცვალა 2801 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 32 897 პაციენტი. 

ყველა ახალი ამბავი
0