შვრია და შვრიის ფაფა

შეცვალეთ მედიკამენტები შვრიის ფაფით გერმანელი ექიმის რეკომენდაციები

206
(განახლებულია 19:02 26.02.2020)
მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უპირატესობა უნდა მიენიჭოს მთელმარცვლიან პროდუქტებს, რომლებიც მინიმალურად არის გადამუშავებული.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შვრია და მისგან მომზადებული ფაფა არა მხოლოდ აძლიერებს იმუნიტეტს, არამედ ზოგ შემთხვევაში ცვლის კიდეც მედიკამენტებს და ხშირად გარკვეული დაავადებების პროფილაქტიკურ საშუალებასაც წარმოადგენს, იუწყება გერმანული გამოცემა Focus. 

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ამ პროდუქტის მუდმივი გამოყენება კუჭში უსაფრთხო გარემოს შექმნის საშუალებას იძლევა, რაც ბაქტერიებისგან დაცვას უზრუნველყოფს. 

ექიმ ფრანცისკა რუბინის თქმით, თუ შვრიის ფაფას ყოველდღე მიირთმევთ საუზმეზე, ამით ორგანიზმს საშუალებას მისცემთ, დაიცვას თავი არაერთი დაავადებისგან. ამასთან, ექიმი აღნიშნავს, რომ შვრიის ფაფის მეშვეობით ხდება სხეულის მასის ნორმალიზება, ქვეითდება არტერიული წნევა და ქოლესტერინის დონე, ასევე იკლებს ნაწლავური სიმსივნეების განვითარების რისკი.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ექიმები უპირატესობას ანიჭებენ შვრიის ქატოს და არა ჩვეულებრივ ფანტელებს, რომლებიც ნაკლებად ეფექტურია.

ირკვევა, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემდეგ შვრიის ქატო ხსნის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, რადგან ნაწლავის კედელს დამცავ გარსად ამოეფინება. შედეგად – მომატებული მჟავიანობის დროს კუჭის წვენის აგრესიული ზემოქმედება მცირდება და ნაწლავის კედლის ლორწოვანაც „მშვიდდება“.

არანაკლები ეფექტი აქვს შვრიის ჩაის. მას შეუძლია ჩაანაცვლოს ლიმონის, ლიმონის ზეთის, ხახვისა და ნივრის სამკურნალო ეფექტები. 

გარდა ამისა, ფრანცისკა რუბინი ყურადღებას ამახვილებს შვრის გარეგან გამოყენებაზეც. მისი თქმით, შვრიის ნახარში ამშვიდებს კანს და რეკომენდებულია მისი გამოყენება ნეიროდერმიტის დროს.     

მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უპირატესობა უნდა მიენიჭოს მთელმარცვლიან პროდუქტებს, რომლებიც მინიმალურად არის გადამუშავებული.  

206
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (301)