მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

წამალი არ არსებობს: გერმანელი ექიმები კიდევ ერთ საშიშ დაავადებაზე გვაფრთხილებენ

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშიოფთალმოლოგია
ოფთალმოლოგია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დაავადების გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგო წამალი ჯერ არ არსებობს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. გერმანელი ექიმები შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში გახშირდა საშიში და სერიოზული დაავადების – თვალის გრიპის შემთხვევები, იუწყება მასმედია. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
მეცნიერებმა უცნობი დნმ-ის მქონე იდუმალი ვირუსი აღმოაჩინეს

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დაავადების გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგო წამალი ჯერ არ არსებობს.

ირკვევა, რომ თავიდან დაავადება კონიუნქტივიტს ჰგავს: თვალი წითლდება და შეშუპდება, ჩნდება უცხო სხეულის შეგრძნება და ვითარდება ქავილი, სინათლის შიში. შემდგომში დაავადება, განაგრძობს რა განვითარებას, სხვადასხვა მედიკამენტების მიმართ მდგრადობას, რეზისტენტობას ავლენს და ხდება გადამდები.

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 5-12 დღე. ექიმების თქმით, სწორედ ამ დროს არის საშიში ინფექციის მატარებელი ირგვლივ მყოფთათვის, ვინაიდან ვირუსი ძირითადად ფიზიკური კონტაქტით (მაგალითად, ხელის ჩამორთმევით) გადადის. თუმცა დასნებოვნების წყარო შეიძლება გახდეს ნებისმიერი საგანი — კარის სახელური, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხელის მოსაკიდებლები, მაღაზიის თაროები და სხვ.    

ბოლოს თვალის გრიპი 2016 წელს გამოვლინდა ქალაქ ბონში. მაშინ ანტიბიოტიკები არაეფექტური აღმოჩნდა. ამასთან, თვალის გრიპმა გამოიწვია იმ ადამიანთა რაოდენობის ზრდა, რომლებიც ავადობდნენ სასუნთქი გზების, თვალის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებებით.

ყველა ახალი ამბავი
0