დასახელდა ფსიქიკისთვის განსაკუთრებით სახიფათო დიეტები: ხუთწლიანი კვლევა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, კვლევები 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში ჰაიფელმა სწავლულებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს არსებული დიეტების უზარმაზარი რაოდენობა.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ისრაელის მეცნიერებმა ადამიანზე სხვადასხვა დიეტების გავლენა შეისწავლეს და გამოავლინეს რამდენიმე, რომლებიც უფრო მეტად უარყოფითად მოქმედებს ფსიქიკურ მდგომარეობაზე. 

სწავლულების თქმით, ეს კვების მკაცრ პირობებზე დაფუძნებული დიეტებია, რომლებიც არა მარტო ფიზიკურ (კვლევის მონაწილეებს პროცესში ბულიმია და ანორექსიაც კი უვითარდებოდათ), არამედ ფსიქიკურ პრობლემებსაც (მაგალითად, დეპრესიას) იწვევდა საცდელ პირებში. 

ვარჯიში სპორტდარბაზში - Sputnik საქართველო
პოპულარული გამაჯანსაღებელი დიეტა სახიფათო აღმოჩნდა: მეცნიერთა დასკვნა

გავრცელებული ინფორმაციით, კვლევები 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში ჰაიფელმა სწავლულებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს არსებული დიეტების უზარმაზარი რაოდენობა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათ ნახევარს სწორედ გახდომის მკაცრი მეთოდის გამო დაეწყო სხვადასხვა სირთულის ფსიქიკური პრობლემები. საბოლოოდ, განსაკუთრებით სახიფათო დიეტების ჩამონათვალში შევიდა: მშრალი შიმშილობა, უმად კვება, უშაქრო და უმარილო დიეტები და ასევე მონოდიეტა. 

მშრალი დიეტების შემთხვევაში იწყება ორგანიზმის გაუწყლოება, გროვდება ტოქსინები და საბოლოოდ ნერვული ქსოვილები იფიტება.

რაც შეეხება უმად კვებას, თერმულად დაუმუშავებელი პროდუქტების ჭარბად მიღება არღვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და იწვევს პათოგენური მიკროფლორის განვითარებას. 

რომელი საუზმეა სასარგებლო და რომელი – მავნე: ექიმ-დიეტოლოგების რეკომენდაციები

რაციონიდან შაქრისა და მარილის სრული გამორიცხვა ანგრევს გულსა და ტვინს, ხოლო მონოდიეტის (ყოველდღიურად ერთი და იმავე პროდუქტის მიღება) შედეგად იწყება ავიტამინოზი და უარესდება იმუნიტეტი.

მეცნიერების აზრით, ყველა ამგვარი დიეტა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე, იწვევს რა ქრონიკულ დაღლილობას, რასაც, თავის მხრივ, დეპრესიები და ნევროზები მოსდევს. 

მწირი მენიუსგან განსაკუთრებით ზიანდება იმ ადამიანების ფსიქიკა, რომლებსაც წარსულში უკვე ჰქონდათ ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემები. ასეთ შემთხვევებში არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ დიეტა დამთავრდეს არა კილოგრამების მოკლებით, არამედ ისეთი მძიმე ნერვული აშლილობებით, როგორებიცაა ბულიმია ან ანორექსია.

გარდა ამისა, მედიკოსები ირწმუნებიან, რომ გახდომის მიზნით რაციონის ხანგრძლივი შეზღუდვა ასევე იწვევს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, კეტოაციდოზს (როგორც დიაბეტისას) და შლის გულის კუნთს.

 

ყველა ახალი ამბავი
0