განსაკუთრებით ქალებისთვის: ექიმები ჯდომის საშიშ პოზას ასახელებენ

CC0 / Pixabay / ქალი ფეხებგადაჯვარედინებული ზის პლაჟზე
ქალი ფეხებგადაჯვარედინებული ზის პლაჟზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმების განმარტებით, „ფეხი ფეხზე“ არაბუნებრივი პოზაა ყველა ადამიანისთვის სქესის მიუხედავად და ის არაერთ სერიოზულ გართულებას იწვევს.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ქალების საყვარელი პოზა ჯდომისას – „ფეხი ფეხზე“ – ჯანმრთელობისთვის შესაძლოა ძალიან საზიანო იყოს. ექიმების აზრით, ამგვარად ჯდომას შეუძლია ვარიკოზი და არტერიული წნევის მატება გამოიწვიოს. 

გოგონა ტელევიზორის წინ - Sputnik საქართველო
თუ დიდხანს გიწევთ ერთ ადგილზე ჯდომა, იცოდეთ, რომ...

მათი თქმით, ფეხების გადაჯვარედინებისას არა მარტო საყრდენი კიდურია ცუდ მდგომარეობაში, არამედ ზემოდან მდებარე ფეხიც განიცდის დატვირთვას. შედეგად, იჭყლიტება მცირე კანჭის ნერვი, რომელიც მუხლის ფოსოს ქვეშ გადის. ამ დარღვევის ნიშანია ტერფისა და წვივის დაბუჟება, რასაც საბოლოო ჯამში ნერვის შეუქცევად დაზიანებამდე მივყავართ. ჩნდება ტერფისა და ფეხის თითების დამბლის რისკი.

ექიმები აღნიშნავენ, რომ ქალებში ფეხის ფეხზე გადადებით ჯდომის მდგომარეობაში ნერვებთან ერთად შეკუმშულ მდგომარეობაშია ვენებიც. შედეგად, განსაკუთრებით ზარალდება გული, რომელიც ვეღარ იღებს საკმარისი რაოდენობის სისხლსა და ჟანგბადს. ამიტომ ამ ფუნქციას სხვა სისხლძარღვები ითავსებენ, რაც ზრდის დატვირთვას. შედეგად, იზრდება არტერიული წნევა. როცა სისხლძარღვები შეუქცევადად ზიანდება, არტერიული წნევა ფეხის პოზიციის შეცვლის შემდეგაც აღარ უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. 

ბიჭუნა და ძაღლი - Sputnik საქართველო
სხეულის ენა: როგორ პოზაშიც ზიხართ, ისეთი პიროვნებაც ხართ

მედიკოსები ამბობენ, რომ ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა ვარიკოზის დამოუკიდებელი მიზეზი არ არის, მაგრამ არსებობს ფაქტორები: სიმსუქნე, გენეტიკური მიდრეკილება თუ ორსულობა, რომლებიც ფეხის ფეხზე გადადების დროს სისხლძარღვთა დაზიანების ალბათობას ზრდის. ამ ფაქტორების არსებობისას შესაძლებელია ღრმა ვენების თრომბოზის ჩამოყალიბება. 

ექიმების განმარტებით, „ფეხი ფეხზე“ არაბუნებრივი პოზაა ყველა ადამიანისთვის სქესის მიუხედავად. მათ, ვისაც ყოველდღე უწევს ასეთ პოზაში დიდხანს ჯდომა, ზურგისა და მენჯის გამრუდება ემუქრებათ. ამას ემატება მუდმივი ტკივილი და დისკომფორტი კუნთებსა და სახსრებში.

ყველა ახალი ამბავი
0