საუკეთესო დანამატი: მეცნიერებმა დაასახელეს წვენი, რომელიც წნევას აქვეითებს

© photo: Sputnik / Alexander Kriazhev / გადასვლა მედიაბანკშიწნევის გაზომვა
წნევის გაზომვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევის ავტორის თქმით, აუცილებელია, რომ ექსპერიმენტით მიღებული მონაცემები შემოწმდეს მცირედ მომატებული არტერიული წნევის მქონე ადამიანებზე.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. მოცვის წვენი ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის დაქვეითებას და აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას, ნათქვამია ჰელსინკის უნივერსიტეტის ბოლოდროინდელ კვლევაში, რომელსაც Medical Xpress-ი აქვეყნებს. 

წნევის გაზომვა - Sputnik საქართველო
არტერიული წნევა — ნორმალური დონე ასაკის მიხედვით და დარეგულირების უეფექტურესი რეცეპტი

ფარმაცევტული კათედრის დოქტორმა ენ კივიმიაკიმ ექსპერიმენტული კვლევა ჩაატარა ლაბორატორიულ ვირთხებზე, რომელთაც არტერიული ჰიპერტენზია აღენიშნებოდათ. დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ცხოველებს აძლევდნენ შტოშის, შავი მოცხარისა და მოცვის წვენს. ამ კენკროვნებში დიდი რაოდენობით შედის პოლიფენოლი, რომელიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

წაიკითხეთ აქ: საშიში მედიკამენტები: საქართველოში არტერიული წნევის 40-ზე მეტი წამლის გაყიდვა შეაჩერეს

ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ მოცვის გაზავებული წვენი მნიშვნელოვნად ამცირებს არტერიულ წნევას, კონცენტრირებული კი დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების მდგომარეობაზე. ამასთან, ის გავლენას ვერ ახდენდა ასაკის გამო წნევის მატებაზე.

რაც შეეხება სხვა კენკროვნების წვენს, მათი ეფექტურობა არც ისე შესამჩნევი იყო.

„მოცვის წვენი ვერ შეცვლის წამალს, მაგრამ ეს არის კარგი საკვები დანამატი“, — მიაჩნია კივიმიაკის.

კვლევის ავტორის თქმით, აუცილებელია, რომ ექსპერიმენტით მიღებული მონაცემები შემოწმდეს მცირედ მომატებული არტერიული წნევის მქონე ადამიანებზე.

ყველა ახალი ამბავი
0