მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უშიშროების საბჭოს „ხუთეულის“ შეხვედრა გაეროში შეაფასეს

© photo: Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშიგაერო, უსაფრთხოების საბჭოს სხდომა
გაერო, უსაფრთხოების საბჭოს სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის შეხვედრის ჩატარების წინადადება ვლადიმირ პუტინმა 23 იანვარს ისრაელში, ჰოლოკოსტის ხსოვნის მსოფლიო ფორუმზე გამოთქვა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინადადებას – ჩატარდეს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყნის სამიტი, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინმა.

„ჩვენ მზად ვართ გვქონდეს კონტაქტები და კოორდინაცია რუსეთთან და ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივ წევრებთან ამ საკითხთან დაკავშირებით“, — განაცხადა მან.

დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ უშიშროების საბჭო — ეს საერთაშორისო კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის საფუძველია,  ხოლო მის ხუთ მუდმივ წევრს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. 

ბენიამინ ნათანიაჰუ და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
შეხვედრა იერუსალიმში: რუსეთის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერს ხვდება

„საერთაშორისო არენაზე არსებული ვითარება ხასიათდება მერყეობისა და გაურკვევლობის აშკარა ზრდით. ერთი მეორის მიყოლებით ჩნდება მწვავე რეგიონული საკითხები, მულტილატერალიზმი და გაეროს როლი სერიოზულ გამოწვევებს ეჯახება“, – დამატა ჩუნინმა.

დიპლომატი ახსენებს საზოგადოებას, რომ წელს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვებისა და გაეროს დაარსების 75-ე წლისთავს აღნიშნავს. ასე რომ, უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის კონტაქტებსა და მათი თანამშრომლობის განმტკიცებას დიდი მნიშვნელობა აქვს ომის შემდგომი წესრიგის შენარჩუნების, გაეროსა და უშიშროების საბჭოს ავტორიტეტის დაცვის, გლობალური და რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის შეხვედრის ჩატარების წინადადება ვლადიმირ პუტინმა 23 იანვარს ისრაელში, ჰოლოკოსტის ხსოვნის მსოფლიო ფორუმზე გამოთქვა. მისი სიტყვებით, რუსეთს, ჩინეთს, აშშ-ს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ ცივილიზაციის შენარჩუნებაში. 

რუსეთის ლიდერის წინადადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ფარჰან ჰაკმაც. 

„გაერო მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება უშიშროების საბჭოს „ხუთეულს“ შორის დისკუსიის გამართვისკენ“, — თქვა მან. 

ვლადიმირ პუტინის ინიციატივას იერუსალიმში ჰოლოკოსტის ხსოვნის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც. 

 

ყველა ახალი ამბავი
0