ინგლისელი პროფესორის ხუთი მარტივი წესი: თუ ნაწლავების პრობლემა გაქვთ

© Pixabay / derneuemannტკივილი მუცლის არეში
ტკივილი მუცლის არეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინგლისელი პროფესორი გლენ გიბსონი ხუთ უმარტივეს წესს ასახელებს, რომელთა დაცვაც დაგეხმარებათ, აღიდგინოთ ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირება.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. არსებობს მარტივი წესები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში შეგიძლიათ ნაწლავები ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნოთ, აცხადებს რედინგის უნივერსიტეტის (ინგლისი) კვებითი მიკრობიოლოგიის პროფესორი გლენ გიბსონი. 

კაკალი  - Sputnik საქართველო
გულის შემდეგ კუჭ-ნაწლავი: მეცნიერებმა კაკლის ახალი სარგებელი დაადგინეს

პროფესორის თქმით, სწორედ ნაწლავთა სისტემის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული იმუნური სისტემის რესურსების 70%.

როგორც გამოცემა Telegraph-ი წერს, გიბსონის პირველი წესია – კვების რაციონში უჯრედისის შეტანა, რომლითაც მდიდარია ზოგი ბოსტნეული, ხილი და პარკოსნები, განსაკუთრებით, სტაფილო, ბროკოლი და ნესვი.

„უჯრედისის უკმარისობა გავლენას ახდენს თქვენი ნაწლავების მიკრობიომზე, ართმევს რა მას ჯანმრთელ ბაქტერიულ შტამებს. კარგ და ცუდ ბაქტერიებს შორის დისბალანსმა კი შეიძლება ქრონიკული დაავადებების, გაცხიმოვნებისა და დიაბეტის გამწვავება გამოიწვიოს“, — ამბობს დიეტოლოგი მეტ პერკინსი.

ნაწლავების ფუნქციური გაუმჯობესების მეორე გზაა პრობიოტიკური იოგურტებისა და პრებიოტიკების (შედის ხახვში, ნიორში, ლობიოში, ცივ კარტოფილში) მიღება.

მესამე წესი, გიბსონის აზრით, არის საკვები რაციონიდან ტკბილისა და ცხიმიანის გამორიცხვა — თუნდაც დროებით, რათა დადგინდეს, რით განსხვავდება ორგანიზმის მდგომარეობა მათი მიღებისას და მათზე უარის თქმის დროს.  

მეოთხე და ძალიან მნიშვნელოვანია სტრესისთვის თავის არიდება. სტრესებს შეუძლია ნაწლავებში სისხლნაკადისა და სეკრეციის შეცვლა. შედეგად, იქმნება ხელსაყრელი გარემო მავნე ბაქტერიებისთვის, ხოლო სასარგებლო მიკროორგანიზმები ითრგუნება.

სპეციალისტის საბოლოო, მეხუთე რჩევაა სუფთა წყლის სმა მთელი დღის განმავლობაში — ზაფხულში უფრო მეტის, ზამთარში — ნაკლების. სასურველია, დილა დაიწყოთ ერთი ჭიქა წყლით, საუზმემდე 40 წუთით ადრე.

ყველა ახალი ამბავი
0