„სალა“ ზეითუნის ზეთზე უფრო სასარგებლოა: ოცწლიანი ბრიტანული კვლევის შედეგები

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშისალა მაღაზიის დახლზე
სალა მაღაზიის დახლზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინგლისის დე მონტფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ „სალა“ უფრო მიზანშეწონილია ცხელი კერძების მოსამზადებლად, ვიდრე ზეითუნის, სიმინდისა თუ მზესუმზირის ზეთი.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ზეითუნის ზეთი, რომელიც ტრადიციულად ძალიან ჯანსაღ პროდუქტად მიიჩნევა, ბრიტანელი მეცნიერების დასკვნით, პოზიციებს „სალას“ უთმობს. 

სალა  - Sputnik საქართველო
უგემრიელესი და სასარგებლო სალა: მარტივი და განსხვავებული რეცეპტი

ინგლისის დე მონტფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ „სალა“ (და კარაქიც) უფრო მიზანშეწონილია ცხელი კერძების მოსამზადებლად, ვიდრე ზეითუნის, სიმინდისა თუ მზესუმზირის ზეთი. მიუხედავად იმისა, რომ მცენარეული ცხიმების სასარგებლო თვისებები საყოველთაოდაა ცნობილი, ზემოთ ჩამოთვლილ ზეთებზე კერძების მომზადება მავნებელია ჯანმრთელობისთვის.  

ამ დასკვნის მართებულობაზე ოცწლიანი კვლევის შედეგები მეტყველებს. მეცნიერებმა შეისწავლეს იმ ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობა, რომლებიც სხვადასხვა სახის საკვები ცხიმების გაცხელების შედეგად გამოიყოფა. სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ მცენარეულ ზეთზე მომზადების დროს გამოიყოფა ალდეჰიდები — ნივთიერებები, რომლებიც კიბოსა და გულის დაავადებების განვითარებასა და ასევე ტვინის ფუნქციების დათრგუნვას უწყობს ხელს.

„მზესუმზირის ან სიმინდის ზეთზე მომზადებული თევზი 200-ჯერ მეტ ტოქსიკურ ალდეჰიდს შეიცავს, ვიდრე უსაფრთხოების სტანდარტებშია დაშვებული“, — ნათქვამია კვლევაში.

მეცნიერები განმარტავენ, რომ მათი კვლევა მცენარეული ცხიმების უპირობო, უეჭველ მავნებლობას არ ადასტურებს. ამ პროდუქტის მთავარი სარგებელი ისაა, რომ შეიცავს პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს — ადამიანის სრულფასოვანი კვებისთვის მნიშვნელოვან ელემენტს.  პრობლემა ისაა, რომ ეს კომპონენტები გაცხელების დროს უფრო მეტ ტოქსიკურ ნაერთს გამოყოფს, ვიდრე „სალა“, კარაქი თუ ქოქოსის ზეთი.

სწორედ ამ მიზეზით იმ კერძების მოსამზადებლად, რომელთაც მაღალ ტემპერატურაზე დამუშავება ესაჭიროებათ, ექსპერტები მკვრივი კონსისტენციის ცხიმების გამოყენებას გვირჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0