ბალისტიკური რაკეტის გაშვება კალიფორნიაში განთავსებული ავიაბაზიდან

ირანმა ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაარტყა

919
(განახლებულია 09:16 08.01.2020)
აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თათბირი გამართა თეთრ სახლში და კონსულტაციებს მართავს მრჩეველთა გუნდთან.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. ირანმა ერაყში განთავსებულ აშშ–ის სამხედრო ბაზებზე 8 იანვარს ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო Tasnim–ზე დაყრდნობით.

სააგენტოს ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსმა ერაყში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე „აინ–ალ–ასადი" სულ მცირე 35 დარტყმა განახორციელეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან.

ირანულმა ტელეარხმა Press TV განაცხადა, რომ ამერიკულ ობიექტებზე დარტყმა – ეს იყო პასუხი ირანელი გენერლის ქასემ სულეიმანის ამერიკელების მიერ მკვლელობაზე.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და სირიაში შიიტური დაჯგუფება „ქათაიბ ჰესბოლას“ ობიექტებს შეუტია. პენტაგონში განმარტეს, რომ ეს იყო პასუხი დაჯგუფების თავდასხმაზე ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზაზე, რა დროსაც დაიღუპა ამერიკის ერთი მოქალაქე და ასევე დაიჭრა ოთხი სამხედრო. ამის შემდეგ უკმაყოფილო შიიტებმა ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს, რის პასუხადაც შეერთებულმა შტატებმა ირანელ გენერალ სულეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელა.

919
თემები:
ირანი vs აშშ: ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შედეგები (14)
არნოლდ შვარცენეგერი

შვარცენეგერმა გულზე კიდევ ერთი ოპერაცია გადაიტანა

28
ცნობილი მსახიობი უკვე 73 წლისაა, და ზედმიწევნით სპორტული ცხოვრების მიუხედავად, მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები მაინც აღენიშნება

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა და აშშ-ის კალიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა გულის სარქვლის შეცვლის ოპერაცია გადაიტანა.

ოპერაცია კლივლენდის კლინიკაში ჩატარდა. 73 წლის მსახიობის თქმით, ის თავს „ფანტასტიკურად“ გრძნობს.

„კლივლენდის კლინიკის გუნდის წყალობით მე მაქვს აორტის ახალი სარქველი, ახალ ფილტვის სარქველთან ერთად, რომელიც წინა ოპერაციიდან მაქვს. თავს ვგრძნობ ფანტასტიკურად და უკვე ვსეირნობ კლივლენდის ქუჩებში, სადაც თქვენი შესანიშნავი ქანდაკებებით ვტკბები“, - დაწერა შვარცენეგერმა Twitter-ში.

მსახიობმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ექიმსა და ექთანს, რომლებიც მასთან მუშაობდნენ.

 

28
თემები:
სელებრითების ცხოვრება
კორონავირუსის ეპიდემია. მამაკაცი პირბადით ... ნიკაპზე

კორონავირუსი ხომ არ მაქვს ? COVID-19-ის უტყუარი დიაგნოსტიკა ექიმ კომაროვსკისგან

145
(განახლებულია 19:14 24.10.2020)
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 42,2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,1 მილიონი ადამიანი.

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ყნოსვის და გემოს გრძნობის დაკარგვა კორონავირუსული ინფექციის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური სიმპტომია, მიიჩნევს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ევგენი კომაროვსკი. ამის შესახებ РИА Новости წერს.

„ტესტი „რისი სუნი აქვს?“ გაცილებით ზუსტია, ვიდრე ნებისმიერი თერმომეტრია“, - განაცხადა მან.

ექიმმა აღნიშნა, რომ ყნოსვის დაკარგვა გრიპის დროსაც ხდება, მაგრამ მაშინ ეს განპირობებულია სურდოთი, ცხვირის „გაჭედვით“.

„კორონავირუსის დროს სურდო თითქმის არ არის, ყნოსვა კი იკარგება“, - აღნიშნა კომაროვსკიმ.

ასეთ სიმპტომს ექიმი ხსნის იმით, რომ COVID-19 აზიანებს იმ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც სუნსა და გემოს აღქმაში გვეხმარება. თუმცა ეს ცვლილებები აღდგენადია. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ყნოსვის ფუნქციის აღდგენას სამი კვირა სჭირდება, ზოგჯერ კი სამი თვეა საჭირო.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 42,2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,1 მილიონი ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26503-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

145
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ტანკერები

აზოვის ზღვაში რუსულ ტანკერზე ორი ძლიერი აფეთქება მოხდა

0
ნავთობმზიდზე სულ 13 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ათის გადარჩენა მოხერხდა, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი წყალში აღმოჩნდა

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ორი აფეთქება მოხდა აზოვის ზღვაში მყოფ რუსულ ტანკერზე „გენერალი აზი ასლანოვი“ , ეკიპაჟს ათი წევრი ევაკუირებულია, სამი ადამიანი წყალში აღმოჩნდა, იუწყება РИА Новости საგანგებო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მისი თქმით, აფეთქებები აზოვის ზღვის აკვატორიაში ხანძრის შემდეგ მოხდა. ტანკერზე სულ 13 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში იუწყებიან, გემი პორტ „კავკაზიდან“ დონის როსტოვში მიემართებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ტანკერი ცარიელია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტანკერზე ნავთობპროდუქტების გამონაბოლქვი აფეთქდა, გემი ერთ მხარეს გადაიხარა. შესაბამის სამსახურში შეტყობინება აფეთქების შესახებ 18:40 საათზე შევიდა. 19:21 საათზე თბომავალ „სირიუსის“ ეკიპაჟმა ტანკერიდან ეკიპაჟის 10 წევრი აიყვანა.

მაშველები წყალში ეკიპაჟის სამ წევრს ეძებენ.

0
თემები:
რუსეთი დღეს