ბოსტნეული

ათი ყველაზე „ჭუჭყიანი“ პროდუქტი: მეცნიერები სიას აქვეყნებენ

948
(განახლებულია 18:12 19.11.2019)
პროექტის ხელმძღვანელის კეტრინ ადამსის განცხადებით, ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ „ჭუჭყიანი“ პროდუქტების ჩამონათვალი, რათა ინფექციის რისკები შეამცირონ და ჯანმრთელობა შეინარჩუნონ.
948
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (455)
შესაწვავად გამზადებული სტეიკის ნაჭერი

შესაწვავად გამზადებული ხორცი „გაცოცხლდა“: თვითმხილველის ვიდეომ იუზერები შეაშინა

97
(განახლებულია 16:14 06.08.2020)
სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო, რომელმაც სერიოზულად შეაშინა როგორც მისი ავტორი, ისე „ტვიტერის“ მილიონობით მომხმარებელი

თბილისი, 6 აგვისტო ― Sputnik. ვიდეორგოლი, რომელზეც ჩანს, როგორ „ცოცხლდება“ საჭრელ დაფაზე დადებული ხორცის ნაჭერი, პოპულარობას იკრებს სოციალურ ქსელებში.

აღნიშნული კადრები Twitter–ზე მომხმარებელმა Yo! Artist–მა გამოაქვეყნა.

​ვიდეო თან ახლავს ავტორის განმარტება, რომ დედამისს ხორცის მომზადება უნდოდა, მაგრამ ნაჭერმა მოულოდნელად პულსირება დაიწყო და ისე შეაშინა ქალი, რომ საერთოდ გადაიფიქრა კერძის გაკეთება.

ვიდეომ ბევრი იუზერი სერიოზულად დააფრთხო, თუმცა რამდენიმემ მაინც მოუძებნა გონივრული ახსნა მომხდარს.

„მთელი საქმე ნერვულ დაბოლოებებშია, რომლებიც გარკვეული ხნის განმავლობაში აგრძელებს ფუნქციონირებას ახალ უმ ხორცში“, — წერდნენ ისინი.

ამ დროისათვის ვიდეოს მილიონამდე ნახვა და 14 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.

 

97
თემები:
მსოფლიო დღეს
მოხუცი მამაკაცი

ვინ ბერდება უფრო სწრაფად: მეცნიერებმა პირდაპირი კავშირი დაადგინეს

103
(განახლებულია 12:38 06.08.2020)
სტენფორდელმა და ჰარვარდელმა მეცნიერებმა განიხილეს ბავშვობაში არახელსაყრელი გარემოების კატეგორიები: სასტიკი მოპყრობა, ძალადობა, სიღარიბე და ასევე მზრუნველობის არარსებობა

თბილისი, 6 აგვისტო ― Sputnik. ადამიანები, რომლებზეც ბავშვობაში ძალადობდნენ, მიდრეკილები არიან არა მარტო ფსიქონევროლოგიური აშლილობების, არამედ სხვა დაავადებებისადმიც — დიაბეტისა და კიბოს ჩათვლით, ნათქვამია სტენფორდისა და ჰარვარდის მკვლევართა შრომაში, რომელიც ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციის საიტზეა გამოქვეყნებული.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ, გარდა ზემოთ ნახსენები დაავადებებისა, ბავშვობაში ძალადობას პირდაპირი კავშირი აქვს დაბერების პროცესის სიჩქარესთან.

მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ სასტიკი მოპყრობის ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში ბილოგიური დაბერების ნიშნები უფრო სწრაფად იჩენს თავს, ვიდრე მათში, ვინც მსგავს პრობლემას არ შეჯახებია.

ნაშრომში სტენფორდელი და ჰარვარდელი სწავლულები ბიოლოგიური დაბერების სამ ნიშანს ააანალიზებენ: ადრეული სქესობრივი მომწიფებას, უჯრედულ სიბერესა და ცვლილებებს ტვინის სტრუქტურაში. ირკვევა, რომ ეგრეთ წოდებული საბავშვო ტრავმის შედეგები სამივე ნიშანთან პირდაპირ კავშირშია.

„ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ ძალადობის გამოცდილებას შეუძლია ორგანიზმის ბიოლოგიურ დონეზე დაბერების დაჩქარება“, — აცხადებს ნაშრომის თანაავტორი, პროფესორი კეტ მაკლაფლინი.

მეცნიერებმა დაახლოებით 80 კვლევა შეისწავლეს, რომლებშიც 116 ათას ადამიანს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ამასთან მათ ცალკე განიხილეს ბავშვობაში არახელსაყრელი გარემოების კატეგორიები: სასტიკი მოპყრობა, ძალადობა, სიღარიბე და ასევე მზრუნველობის არარსებობა.

დადგინდა, რა უნდა შეერიოს პლაზმას ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად – სენსაციური კვლევა>>

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისინი, ვისაც ბავშვობაში სასტიკად ეპყრობოდნენ ან ძალადობა ჰქონდათ გადატანილი, უფრო სწარაფად აღწევდნენ სექსუალურ სიმწიფეს და ამასთან ჰქონდათ დაჩქარებული დაბერების ნიშნები უჯრედულ დონეზე. ხოლო მათ, ვინც ღარიბ ოჯახში იზრდებოდა ან ვისზეც მშობლები არ ზრუნავდნენ, ადრეული დაბერების ნიშნები არ გამოვლენიათ.

 

 

103
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (455)

ძლიერი ავარია ანანურის ციხესთან: სატვირთო ავტომობილი შენობას შეეჯახა - ფოტო

0
  • ავტოავარია საქართველოს სამხედრო გზაზე, ანანურის ციხესთან
  • სატვირთო  ავტომობილი ციხის მიმდებარედ მდგარ  ნაგებობას შეეჯახა, რომელშიც სუვენირების მაღაზია და კაფეა განთავსებული
  • შედეგად, ავტომობილი ისე დაიმტვრა, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება. თვითმხილველების თქმით, მძღოლი, სავარაუდოდ, დაიღუპა
  • ანანურის ციხესთან ყოველთვის ხალხმრავლობაა, მაგრამ, საბედნიეროდ, ავარიას მათ შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია
  • თვითმხილველების თქმით, დაშავდა მხოლოდ ერთი ქალბატონი, რომელიც სწორედ იმ შენობაში იმყოფებოდა, რომელსაც სატვირთო შეეჯახა
  • შემთხვევის ადგილზე ხალხი შეგროვდა  დახმარების აღმოსაჩენად
  • მალე ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოჩნდა
  • ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს, წინასწარი ცნობით კი მძღოლმა საჭე  ვერ დაიმორჩილა
  • პოლიცია და მაშველები ავარიის ადგილზე
  • 
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილის ნაწილები  გზაზე გაიფანტა
ანანურის ციხესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც სატვირთო ავტომობილი ციხის მიმდებარე ნაგებობას შეეჯახა. იხილეთ Sputnik–ის ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

საქართველოს სამხედრო გზაზე, ანანურის ციხესთან, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა, ხუთშაბათს საშინელი ავტოავარია მოხდა. მრავალტონიანი სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადაფრინდა ციხის მახლობლად მდებარე შენობას შეეჯახა.

შედეგად მანქანა გადაბრუნდა, შენობა დაინგრა, დაშავდა შენობაში მყოფი ერთი ქალბატონი.  

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი დაიღუპა, რის თაობაზეც ჟურნალისტებს შემთხვევის თვითმხილველმა აცნობა.

0
  • ავტოავარია საქართველოს სამხედრო გზაზე, ანანურის ციხესთან
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    ავტოავარია საქართველოს სამხედრო გზაზე, ანანურის ციხესთან

  • სატვირთო  ავტომობილი ციხის მიმდებარედ მდგარ  ნაგებობას შეეჯახა, რომელშიც სუვენირების მაღაზია და კაფეა განთავსებული
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    სატვირთო  ავტომობილი ციხის მიმდებარედ მდგარ  ნაგებობას შეეჯახა, რომელშიც სუვენირების მაღაზია და კაფეა განთავსებული

  • შედეგად, ავტომობილი ისე დაიმტვრა, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება. თვითმხილველების თქმით, მძღოლი, სავარაუდოდ, დაიღუპა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    შედეგად, ავტომობილი ისე დაიმტვრა, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება. თვითმხილველების თქმით, მძღოლი, სავარაუდოდ, დაიღუპა

  • ანანურის ციხესთან ყოველთვის ხალხმრავლობაა, მაგრამ, საბედნიეროდ, ავარიას მათ შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    ანანურის ციხესთან ყოველთვის ხალხმრავლობაა, მაგრამ, საბედნიეროდ, ავარიას მათ შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია

  • თვითმხილველების თქმით, დაშავდა მხოლოდ ერთი ქალბატონი, რომელიც სწორედ იმ შენობაში იმყოფებოდა, რომელსაც სატვირთო შეეჯახა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    თვითმხილველების თქმით, დაშავდა მხოლოდ ერთი ქალბატონი, რომელიც სწორედ იმ შენობაში იმყოფებოდა, რომელსაც სატვირთო შეეჯახა

  • შემთხვევის ადგილზე ხალხი შეგროვდა  დახმარების აღმოსაჩენად
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    შემთხვევის ადგილზე ხალხი შეგროვდა  დახმარების აღმოსაჩენად

  • მალე ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოჩნდა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    მალე ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოჩნდა

  • ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს, წინასწარი ცნობით კი მძღოლმა საჭე  ვერ დაიმორჩილა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს, წინასწარი ცნობით კი მძღოლმა საჭე  ვერ დაიმორჩილა

  • პოლიცია და მაშველები ავარიის ადგილზე
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    პოლიცია და მაშველები ავარიის ადგილზე

  • 
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილის ნაწილები  გზაზე გაიფანტა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.


    შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილის ნაწილები  გზაზე გაიფანტა