ტელეარხ RT-ს ლოგოტიპი

ბრიტანეთში რეფერენდუმის წინ RT-სა და Sputnik-ის პოპულარობაზე ალაპარაკდნენ

55
(განახლებულია 13:24 18.11.2019)
ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, შეეძლო თუ არა „რუსეთის ჩარევას“ გავლენის მოხდენა რეფერენდუმის შედეგებზე.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტი (ISC) მივიდა დასკვნამდე, რომ 2016 წელს RT-სა და Sputnik-ის პუბლიკაციებმა დიდი გავლენა მოახდინა სოციალური ქსელების მომხმარებლებზე, როდესაც ქვეყანა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის მოლოდინში იყო.

ამის თაობაზე წერს გამოცემა The Times, რომელიც ISC-ის 18-თვიან კვლევას ეყრდნობა.  

„RT-სა და Sputnik-ის მიერ რეფერენდუმამდე ექვსი თვით ადრე გამოქვეყნებული 260-ზე მეტი სტატია იმდენად ფართოდ გავრცელდა Twitter-ზე, რომ ისინი 134 მილიონჯერ ნახეს“, — ნათქვამია სტატიაში. 

ამასთან, ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, შეეძლო თუ არა „რუსეთის ჩარევას“ გავლენის მოხდენა რეფერენდუმის შედეგებზე.

„თუ ჩვენმა უშიშროების სამსახურებმა ნამდვილად ვერ შეძლეს დასკვნის გაკეთება 2016 წლის რეფერენდუმში რუსეთის ჩარევისა თუ გავლენის ხარისხის შესახებ, მაშინ ეს სერიოზულ შეკითხვებს ბადებს, რომლებიც სერიოზულ პასუხებს მოითხოვს“, — განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა „ჩრდილოვანმა მინისტრმა“, დეპუტატმა ემილი ტორნბერიმ. 

აღსანიშნავია, რომ ISC-მ ოქტომბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს 50-გვერდიანი მოხსენება გაუგზავნა, რომელშიც, სავარაუდოდ, საუბარი უნდა იყოს 2016-2017 წლებში Brexit-ის რეფერენდუმში რუსეთის ჩარევის მცდელობის შესახებ. ყოფილი გენერალური პროკურორის დომინიკ გრივის თქმით, ბორის ჯონსონმა მოხსენების გამოქვეყნებას ხელი შეუშალა.

 

55
თემები:
მსოფლიო დღეს (1933)
არჩევნები ბელარუსში

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები ცნობილია ცესკოს წინასწარი მონაცემები

37
(განახლებულია 10:35 10.08.2020)
ბელარუსის საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა 5 მილიონ 790 ათასი ადამიანი. სულ გამოცხადდა ამომრჩევლების 84,23%

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. ბელარუსის მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, სავარაუდოდ, ხმების 80,23% აქვს, განაცხადა ბელარუსის ცესკოს თავმჯდომარე ლიდია ერმოშინამ.

„მას ხმა მისცა 4 მილიონ 652 ათასმა ადამიანმა“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

საარჩევნო უბნებზე სულ გამოცხადდა 5 მილიონ 790 ათასი ადამიანი. სულ გამოცხადდა ამომრჩევლების 84,23%, აღნიშნა ერმოშინამ.

არჩევნები გუშინ გაიმართა. შედეგებით მეორე ადგილზეა სვეტლანა ტიხანოვსკაია – 9,9%.

ვითარება ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში დაძაბულია – კენჭისყრის შედეგებით უკმაყოფილო ორგანიზაციები და მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ. ხალხის დასაშლელად ძალოვანმა სტრუქტურებმა ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

37
თემები:
მსოფლიო დღეს (1933)
ექიმები დამცავი ნიღბებით სეულში

კორონავირუსი მსოფლიოში 10 აგვისტოს მონაცემები

39
(განახლებულია 10:57 10.08.2020)
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება. მხოლოდ ბოლო დღე–ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 273 552–ით გაიზარდა, გარდაიცვალა 6 207 ადამიანი

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 აგვისტოს დილისთვის 19 462 112 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 722 285, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ–გვერდზე.

ბილ გეიტსი: ეკოლოგიური კატასტროფა კორონავირუსზე საშინელი იქნება>>

ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 10 447 261ადამიანი, მას მოსდევს ევროპა – 3 562 274. ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში 273 552 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 207 ადამიანი.

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 19 792 519  შემთხვევა და გარდაცვლილია 730 089 ადამიანი.

საქართველოში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 1250 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1010, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

39
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
კახა მამულაშვილი ნიკოლოზ მამულაშვილი

მამულიჩას პირველი ცოლი ცნობილი მსახიობის დედინაცვალია ულამაზესი ქალის ფოტოები

0
(განახლებულია 14:37 31.07.2020)
ცნობილი პროდიუსერის ყოფილი მეუღლე ამჟამად დაქორწინებულია ცნობილი მსახიობის ყოფილ მეუღლეზე, რომელსაც ასევე ცნობილი მსახიობი შვილი ჰყავს.

ცნობილი პროდიუსერის კახა მამულაშვილის პირველი მეუღლე პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ნინო ნოზაძეა. წყვილს საერთო ვაჟი ნიკო მამულაშვილი ჰყავს, რომელიც დაქორწინებულია და პატარა ალეს მამაა. ნიკოს წყალობით მამულიჩა და ნინო უკვე გახდნენ ბებია-ბაბუა.

View this post on Instagram

A post shared by Misha Japaridze (@mjaparidze_) on

მამულიჩა ამჟამად მომღერალ ლელა წურწუმიაზეა დაქორწინებული, მათ საერთო შვილი – 18 წლის მარიკო ჰყავთ. ქართულ შოუ-ბიზნესში ისინი ერთ-ერთ ბედნიერ წყვილად ითვლებიან.

View this post on Instagram

A post shared by Dkvirikadze (@dkvirikadze) on

დაქორწინებულია ნინო ნოზაძეც. მისი მეუღლე ცნობილი მსახიობის ნინო ქორიძის ყოფილი მეუღლე დათო კვირიკაძეა, რომელიც ცნობილი მსახიობის ირაკლი კვირიკაძის მამაა.

View this post on Instagram

A post shared by Nino Nozadze (@ninoni04) on

ირაკლი კვირიკაძე ჰოლივუდში მოდელ მეუღლესთან ელენე მახარაშვილთან ერთად ცხოვრობს. ნინო ქორიძე პატარა ასაკში დაოჯახდა. ამჟამად ის მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანზეა დაქორწინებული და მეორე შვილს ნატაშას ზრდიან.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება