ყვითელი ჟილეტების აქცია პარიზში

ცრემლსადენი გაზი და დაკავებები: „ყვითელი ჟილეტების“ აქცია პოლიციამ დაშალა - ვიდეო

89
(განახლებულია 16:24 16.11.2019)
არსებული ინფორმაციით, 16- და 17 ნოემბერს დაგეგმილი აქციები საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის ერთ წლისთავს ეძღვნება.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ფრანგმა პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზისა და კვამლის შაშხანებით დაშალეს „ყვითელი ჟილეტების“ აქცია პარიზის გარეუბანში, იუწყება მედია. 

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი იყო გასული, რომლებიც დილიდან ცდილობდნენ გადაეკეტათ მოძრაობა და რამდენჯერმე შეტაკებაც მოუხდათ სამართალდამცველებთან. 

პოლიციამ მოუწოდა დემონსტრანტებს, დაშლილიყვნენ, პარალელურად კი ცდილობდა, არ გაეშვა ისინი ქალაქის ქუჩებისკენ. 

მედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დაკავებულია 16 ადამიანი.  

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ მოსალოდნელი საპროტესტო აქციის გამო, პარიზის მეტროს ოცამდე სადგური და ასევე ელექტრომატარებლების მოძრაობა გადაკეტილი იყო. გარდა ამისა, ცვლილებები შეეხო ავტობუსების მოძრაობასაც ორმოცდაათზე მეტ მარშრუტზე.

არსებული ინფორმაციით, 16- და 17 ნოემბერს დაგეგმილი აქციები საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის ერთ წლისთავს ეძღვნება.

შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც საწვავზე ფასების ზრდასა და ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკას აპროტესტებდნენ, პარიზში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო.

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ხელსუფლებამ საწვავის ფასების ზრდაზე მორატორიუმი გამოაცხადა, „ყვითელმა ჟილეტებმა“ მოთხოვნები კიდევ მეტად გაამძაფრეს და პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. „ყვითელი ჟილეტების“ აქციები მთელი წლის განმავლობაში პერმანენტულად იმართება და მას ხშირად თან ახლავს არეულობა და დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება.

89
თემები:
მსოფლიო დღეს (1930)
ბილ გეიტსი

ბილ გეიტსი: ეკოლოგიური კატასტროფა კორონავირუსზე საშინელი იქნება

39
(განახლებულია 19:49 09.08.2020)
მილიარდერი მოუწოდებს ადამიანებს, ახლავე დაუპირისპირდნენ ახალ კრიზისს, რომელსაც სამყარო ახლო მომავალში შეეჯახება

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. Microsoft–ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ რამდენიმე ათწლეულში კაცობრიობა ეკოლოგიურ კრიზისს გადააწყდება, რომლის შედეგებიც კორონავირუსის პანდემიაზე უარესი იქნება. ამის შესახებ ამრიკელმა მეწარმემ თავის ბლოგში დაწერა.

მისი თქმით, კრიზისს კლიმატის გლობალური ცვლილებები გამოიწვევს.

 „როგორი საშინელიც არ უნდა იყოს COVID-19–ის პანდემია, კლიმატის ცვლილებები შეიძლება უარესი იყოს“, – აცხადებს ის.

მილიარდერის აზრით, კატასტროფა რომ თავიდან იქნეს აცილებული, ახლავეა საჭირო ატმოსფეროში სათბური აირების რაოდენობის შემცირება.

მან ეკოლოგიური კრიზისის შესაძლო შედეგები კორონავირუსის პანდემიას შეადარა. ახალი ვირუსისგან სიკვდილიანობა 100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 14 ადამიანი. მისი შეფასებით, უახლოეს 40 წელიწადში სიკვდილიანობა დედამიწაზე ტემპერატურის მომატების გამო ასეთივე იქნება, ხოლო 20100 წლისთვის – ხუთჯერ მეტი.

გეიტსი მოწოდებით გამოდის, რომ ახლავე დაიწყოს კლიმატის ცვლილებებთან დაპირისპირება. ის ამაში მეცნიერებისა და ინოვაციების ჩართვის წინადადებით გამოვიდა.

იქნება თუ არა ეფექტური კორონავირუსის ვაქცინა – ბილ გეიტსი რისკის შესახებ>>

ის დარწმუნებულია, რომ ბრძოლა ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ განვითარებად ქვეყნებშიც უნდა მიმდინარეობდეს. გეიტსმა აღნიშნა, რომ კაცობრიობას დრო არა აქვს და უკვე დღესვეა მოქმედება საჭირო.

39
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ბელარუსის ცესკო

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა: კენჭისყრაში ამომრჩეველთა 54%–მა მიიღო მონაწილეობა

49
(განახლებულია 17:26 09.08.2020)
პირველად ისტორიაში, ბელარუსის მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობა და პრეზიდენტის არჩევა საქართველოშიც შეუძლიათ

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები შედგა, განაცხადა ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარე ლიდია ერმოშინამ.

„კენჭისყრაში ამომრჩეველთა 54%–მა მიიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა მან.

9 აგვისტოს საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცესი დაიწყება. 

საარჩევნო კამპანიის პერიოდში 5767 საარჩევნო უბანი შეიქმნა, მათგან 44 უცხოეთში, რომლებიც 36 ქვეყანაში ბელარუსის საელჩოებსა და გენერალურ საკონსულოებში მუშაობენ.

არჩევნების სავარაუდო შედეგები 10 აგვისტოს დილით გახდება ცნობილი.

9 აგვისტოს ძირითადი კენჭისყრა მიმდინარეობს. ამასთან, 4 აგვისტოდან მოქალაქეებს შეეძლოთ ხმა ვადაზე ადრე მიეცათ. ცესკოს ბოლო მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ ვადამდელ არჩევნებზე 41,7%% შეადგინა.

არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ალექსანდრ ლუკაშენკო – მოქმედი პრეზიდენტი, კენჭს იყრის მეექვსედ, ასევე ანა კანოპაცკაია, ანდრეი დმიტრიევი, სერგეი ჩერეჩენი, სვეტლანა ტიხანოვსკაია.

საქართველოში ბელარუსის მოქალაქეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ქვეყნის საელჩოს შენობაში შეუძლიათ.

49
თემები:
მსოფლიო დღეს (1930)
ანზორ ერქომაიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

0
(განახლებულია 20:17 09.08.2020)
გამოჩენილ მომღერალს, ლოტბარს, კომპოზიტორს, საგუნდო დირიჟორს, ხალხური სიმღერების შემკრებს ანზორ ერქომაიშვილს 10 აგვისტოს 80 წელი უსრულდება

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცნობილი მომღერალი, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook–გვერდზე.

ერქომაიშვილს ბრწყინვალების ორდენი „ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის" გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონია ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში გაიმართა.

გამოჩენილ მომღერალსა ლოტბარს, კომპოზიტორს, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელს, ანზორ ერქომაიშვილს 10 აგვისტოს 80 წელი უსრულდება.

ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამო ხვალ ოზურგეთის დრამატული თეატრის თაღებში ჩატარდება. ღონისძიებაზე ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰ“, „შილდა“, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი. ტრიოები: „შალვა ჩემო“, „შემოქმედი“ და „ხელხვავი“. მოეწყობა ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა.

ღონისძიების ორგანიზატორი არიან საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. ის თვითნასწავლი მომღერლის არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილია. ბაბუის რჩევით მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება, ჩააბარა კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა.

ანზორ ერქომაიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.

1968 წლიდან 2019 წლამდე იყო ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014).

ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

0
თემები:
საქართველო და კულტურა