ცენტრალური აზიის სახელმწოფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

ტაშკენტში ცენტრალური აზიის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ

27
(განახლებულია 19:47 15.11.2019)
დიპლომატები იმსჯელებენ რეგიონში შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივაზე და ასევე დაასრულებენ ცენტრალური აზიის ლიდერთა არაფორმალური სამიტისთვის დოკუმენტებზე მუშაობას.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. უზბეკეთის დედაქალაქში ცენტრალური აზიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც საგარეო უწყებების პირველი პირები ცენტრალური აზიის ლიდერთა არაფორმალური სამიტის დღის წესრიგზე მსჯელობენ, იუწყება „Sputnik–უზბეკეთი“.

მინისტერიალი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულაზიზ კამილოვმა გახსნა, რომელმაც დააზუსტა, რომ პრეზიდენტების შეხვედრა ტაშკენტში 29 ნოემბერს გაიმართება. დიპლომატის თქმით, ღონისძიების მიზანია – დასრულდეს სამიტზე განსახილველი დოკუმენტების მომზადება.

ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა ლიდერების პირველი საკუნსულტაციო შეხვედრა, რომელიც უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის ინიციატივით მოეწყო, 2018 წლის მარტში შედგა ყაზახეთის დედაქალაქში. მეორე სამიტის ჩატარება ტაშკენტში 2019 წელს იგეგმებოდა, მაგრამ მისი ჩატარება უზბეკეთის მხარის დატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოხერხდა.

27
თემები:
მსოფლიო დღეს (787)