ილჰამ ალიევი და პატრიარქი კირილი

„განსაკუთრებული მნიშვნელობა“: ალიევი რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა

37
(განახლებულია 16:22 15.11.2019)
აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, პატრიარქ კირილის მონაწილეობა მსოფლიოს რელიგიურ ლიდერთა სამიტში ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა და მათი ქალიშვილი ლეილა ალიევა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდნენ, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით. 

აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, პატრიარქ კირილის მონაწილეობა მსოფლიოს რელიგიურ ლიდერთა სამიტში ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

„დიდი ყურადღებით მოვუსმინე თქვენს განსაცვიფრებელ გამოსვლას. სრულიად ვეთანხმები თქვენს თეზისებს, ვითარების შეფასებას და ასევე იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს ტრადიციული ფასეულობების, მსოფლიო რელიგიების დასაცავად და რელიგიათშორისი დიალოგის გასავითარებლად“, — აღნიშნა შეხვედრაზე პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, ბაქოში მიმდინარე მსოფლიო რელიგიურ ლიდერთა სამიტი თანამშრომლობისადმი მათ სწრაფვას ასახავს.  

პატრიარქმა კირილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მსოფლიო რელიგიურ ლიდერებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის.

„არსებობს ერთადერთი ბაზისი მსოფლიო კონსენსუსისთვის — ეს მორალია. იმიტომ რომ მორალი უნივერსალურია და სიკეთისა თუ ბოროტების გაგება ერთნაირია მთელი კაცობრიობისთვის. ეს, უპირველესად, არის მტკიცებულება იმისა, რომ ღმერთი არსებობს“, — განაცხადა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა.

მსოფლიოს რელიგიურ ლიდერთა მეორე სამიტი ბაქოში ხუთშაბათს გაიხსნა. ღონისძიება კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის, შეიხ ულ-ისლამ ალაჰშუკიურ ფაშაზადეს 70 წლისთავსა და მისი თანამდებობაზე ყოფნის 40 წლისთავს ეძღვნება. სამიტს მსოფლიოს ტრადიციული რელიგიების 200 ლიდერი ესწრება სხვადასხვა ქვეყნებიდან.

37
თემები:
მსოფლიო დღეს (792)