მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნარკომანებს თითის ანაბეჭდით გამოავლენენ: სენსაციური კვლევა

CC BY 2.0 / Photo: Alan Levine / Printed, Not Bookedთითების ანაბეჭდი
თითების ანაბეჭდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამ მეთოდს სხვა მიზნებითაც გამოიყენებენ, მაგალითად, ექიმები გააკონტროლებენ პაციენტებს – იღებენ თუ არა ისინი დანიშნულ მედიკამენტებს.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჰეროინისა და მისი წარმოებულების კვალი მათი გამოყენების შემდეგ ხელებზე რჩება (მიუხედავად მათი საგულდაგულო დაბანისა), რაც ამარტივებს ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების გამოვლენას.

სენსაციური კვლევის შედეგებს ჟურნალი Analytical Toxicology აქვეყნებს. 

მეცნიერი მიკროსკოპთან - Sputnik საქართველო
უარესი მოხდება: მეცნიერები ფსიქოზებისას სამედიცინო მარიხუანის დანიშვნას ეწინააღმდეგებიან

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს ზემგრძნობიარე მეთოდი, რომელიც თხევადი ქრომატოგრაფისა და მას-სპექტრომეტრის ტანდემით ხელებზე ნარკოტიკების კვალს ავლენს. 

სწავლულებმა კვლევაში ჩართეს პაციენტები, რომელთაც ნარკოტიკების მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში მიმართეს ნარკოდამოკიდებულთა სპეციალურ ცენტრებს. კვლევის პროცესში აიღეს ათი ადამიანის თითის ანაბეჭდი. ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს ხელები საპნით დააბანინეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ნიტრილის ხელთათმანებში ამყოფეს (დაბინძურების თავიდან ასაცილებლად). შემდეგ ტესტი კვლავ გაიმეორეს. 

ანალოგიური სქემით თითის ანაბეჭდის კვლევა ჩაუტარდა ასევე რამდენიმე ადამიანს, რომლებიც არ იყვნენ ნარკოტიკების  მომხმარებლები, თუმცა ხელში ეჭირათ 2 მგ ჰეროინის პაკეტი. მესამე საკონტროლო ჯგუფი მოიცავდა 50 ადამიანს, რომელთაც არანაირი კონტაქტი არ ჰქონდათ ნარკოტიკებთან.

აღმოჩნდა, რომ ეს ახალი მეთოდი ჰეროინის, მისი მეტაბოლიტისა თუ წარმოებულების სულ მცირე კვალსაც კი აფიქსირებს.  ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ რაიმე სახის კონტაქტი ნარკოტიკთან (მოიხმარა, შეეხო მას პირდაპირ ან ხელი ჩამოართვა ჰეროინთან კონტაქტში მყოფს), მიუხედავად ხელების საფუძვლიანი დაბანისა, მაინც გამოვლინდნენ.

მეთოდი იმდენად ზუსტია, რომ შეუძლია გამიჯნოს პირველი შემთხვევა მეორისგან. ამასთან, ნარკოტიკთან პირდაპირი კონტაქტის დროს თითის ფორებში რჩება ნივთიერების კვალი (მიუხედავად დაბანისა), ხელის ჩამორთმევის შემთხვევაში კი კვალი თითებზე წყლით ირეცხება.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამ მეთოდს სხვა მიზნებითაც გამოიყენებენ, მაგალითად, ექიმები გააკონტროლებენ პაციენტებს – იღებენ თუ არა ისინი დანიშნულ მედიკამენტებს.

ყველა ახალი ამბავი
0