კიევი

კიევი მზადაა სანქციები მოუხსნას რუსეთს უკრაინული დიპლომატიის ამოცანა

35
(განახლებულია 18:34 12.11.2019)
უკრაინის ვიცე-პრემიერის განმარტებით, უკრაინული დიპლომატიის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ არ დაუშვას სანქციების გაუქმება მინსკის შეთანხმების კუთხით შედეგების მიუღწევლად.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დმიტრი კულება РБК-Украина-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ კიევი „უკვე ხუთი წელია“ მზადაა იმისთვის, რომ არ გაუგრძელოს სანქციები რუსეთს. 

კულებას თქმით, სექტორალური შეზღუდვების გაუქმების შემთხვევაში ქვეყანა ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა. ამასთან, ვიცე-პრემიერის განმარტებით, უკრაინული დიპლომატიის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ არ დაუშვას სანქციების გაუქმება მინსკის შეთანხმების კუთხით შედეგების მიუღწევლად.   

„და თანაც, თუ ეს მაინც მოხდება, [ჩვენი ამოცანაა] მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილებისთვის მაქსიმალური კომპენსაცია ნებისმიერი ფორმით, რაც მოლაპარაკებებს ექვემდებარება“, – განაცხადა კულებამ.

რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა უკრაინასთან დაკავშირებული ვითარების გამო ხუთი წლის წინ გართულდა. 2014 წლის ბოლოს ევროკავშირი და აშშ ცალკეული ფიზიკური პირებისა და კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებიდან რუსეთის ეკონომიკის მთლიანი სექტორების საწინააღმდეგო ზომების მიღებაზე გადავიდნენ. ამის პასუხად მოსკოვმა უცხოეთიდან საკვები პროდუქტების იმპორტი შეზღუდა.

2019 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ექსპერტული შეფასებებით, 2014 წლიდან რუსეთმა 50 მლრდ დოლარი იზარალა, ევროკავშირმა — 240 მლრდ, შეერთებულმა შტატებმა — 17 მლრდ, ხოლო იაპონიამ — 27 მლრდ დოლარი.

 

35
თემები:
მსოფლიო დღეს (793)